თურქულ გამოცემა “ვათანში” გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც მოთხრობილია 4 მაისს, ქალაქ ადანაში ადგილობრივი პოლიციის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის ამბავი. როგორც ირკვევა, პროსტიტუციის ბრალდებით 18 პირი დააკავეს, მათ შორის ქართველები.
სტატიიდან ირკვევა, რომ ერთ-ერთი ქალბატონი კარადაში იპოვეს. გამოცემა აქვეყნებს სპეცოპერაციის ამსახველ ფოტოებსაც. მათ შორის იმასაც, თუ როგორ გამოჰყავთ ქალი კარადიდან.
წყარო: kvirispalitra.ge