ზვიად კვაჭანტირაძე დიასპორული პოლიტიკის განსახორციელებლად გამოყოფილი თანხების დაბალი ათვისების საკითხით დაინტერესდა

0
1470

როგორც  საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებული განცხადებიდან გახდა ცნობილი ზვიად კვაჭანტირაძე დიასპორული პოლიტიკის განსახორციელებლად გამოყოფილი თანხების დაბალი ათვისების საკითხით დაინტერესდა. მას შემდგომ რაც საგარეო ურთიერთობათა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა მოისმინეს, სადაც  ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების საერთო მაჩვენებლებზე ისაუბრა და კანონმდებლებს აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, ეკონომიკური ზრდის, ფასების ცვლილების, მონეტარული მაჩვენებლების, საგარეო ვაჭრობის, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების და საგადასახადო შემოსავლების შესრულების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

საქართველოს პარლამენტის მიერ ოფიციალურად გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ცნობილი ხდება რომ დიასპორული პოლიტიკის განსახორციელებლად  გამოყოფილი წლიური 650 000 ლარიდან პირველ კვარტალში მისი ათვისების მიმართულებით დაბალი მაჩვენებელია.  

აღნიშნული ინფორმაციის მოსმენის შემდგომ, პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ზვიად კვაჭანტირაძე დაინტერესდა რატომ არის ასეთი დაბალი მაჩვენებელი დიასპორული პოლიტიკის განსახორციელებლად გამოყოფილი თანხის ათვისების კუთხით.