საქართველომ უკვე დაიწყო პროცედურები სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ. , – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით დონდუამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
2018 წლის 29 მაისს სირიის რეჟიმმა, რუსეთის ფედერაციის მხრიდან მანიპულირების შედეგად, მიიღო კიდევ ერთი უკანონო გადაწყვეტილება და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების უხეში დარღვევით აღიარა საქართველოს განუყოფელი რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობა.
„აღნიშნული ქმედებით ასადის რეჟიმმა მხარი დაუჭირა რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო აგრესიას და წლების განმავლობაში მიმდინარე ეთნიკურ წმენდას”, – განაცხადა დონდუამ.
ამასთან, მისივე თქმით, საქართველომ უკვე დაიწყო პროცედურები სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ.