დრეზდენის ლტოლვილთა ბანაკში ჩაბარებულები პოლიციასა და სპეცნაზს რომ დაეხსხნენ თავს. 50-მა ლტოლვილმა გამათბობლების მოტეხვა და სამართლდამცველებზე დაშენა დაიწყო, ერთმა კი დანით დაცვის თანამშრომელი დაჭრა. გემახსოვრებათ.როგორც გაირკვა, ჩხუბი ქართველების გამო ატყდა.
კერძოდ კი, 17, 20, 27, და 42 წლის ქართველებს, რომელბიც ამ წუთას, დაკავებულები არიან, დაპირისპირება საცხოვრებელში მყოფ მუსლიმებთან მოუვიდათ, რომელშიც სხვა ქართველებიც ჩაერთვნენ. პოლიციის ადგილზე მისვლის შემდეგ კი, ლტოლვილებმა იფიქრეს, არ დაგვადეპორტონო და ყველა ერთად ძალოვანებს დაუპირისპირდა.
როგორც ამავე დასახლებაში განაწილებული ქართველი გოგიტა ჟურნალისტებს უყვება, იქ მცხოვრები 100 -ზე მეტი მუსლიმი 36 ქართველ ქრისტიანს ყოველდღიურად ჩაგრავს და ავიწროვებს. მათ კი მოთმინების ფიალა აევსოთ, რასაც ვითარების დაძაბვა მოჰყვა.
პოლიციის ვარაუდით, ამჯერად, მუსლიმებსა და ქართველებს შორის ჩხუბი რამადანის გამო მოხდა.
კონკრეტულად კი, რამაზანის დროს, მუსლიმები მზის ჩასვლამდე საჭმელსა და სასმელს არ ეკარებიან, არც სექსი აქვთ და ყველანაირ ტკობაზე უარს ამბობენ, მზის ჩასვლის შემდეგ კი ყოველივე ეს ხსნილია. შესაბამისად, ლტოლვილთა თავშესაფარის სამზარეულოს თანამშრომლები, სპეციალურად მათთვის საკვებს ტოვებს, რომელიც ძირითადად სხვების მიერ იპარება, (სავარაუდოდ, ქრისტიანების მიერ) რასაც მორწმუნე მუსლიმების უკმაყოფილება მოჰყვა, რადგან ისინი უჭმელნი და მწყურვალენი რჩებიან , ქრისტიანებს კი თავის მხრივ, არ მოწონთ, ღამით, იმ დროს როდესაც მათ ძინავთ, მუსლიმების ხმაური, გართობა და ა.შ. (მარხვა ამ დროს არის ხსნილი)მთლიანობაში, 4 ქართველი წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი, საქმის გამოძიება კი გრძელდება.
ჟურნალისტებმა მიაკითხეს ბანაკში მცხოვრებ სხვა ქართველებს და ჩაწერეს.
ერთ-ერთ, ახალგაზრდა ბიჭს, ნიკას ეკითხებიან რატომ ხარ ლტოლვილად ჩაბარებულიო-ისიც პასუხობს: რომ საქართველოში არ არის სამსახურები, არ აქვთ ფული და არიან საჭმლის გარეშე. ამიტომ ჩავიდნენ გერმანიაში და თავს გრძნობენ ისე, თითქოს დასასვენებლად იმყოფებიან სასტუმროში.
ახლა ჟურნალისტებს საწერი მიეცათ და გამოითხოვეს ქართველების მიერ ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკა გერმანიაში. კრიმინოგენული ვითარების ზრდასთან ერთად, გაირკვა სხვა დეტალებიც, მათ შორის ყველაზე საწყენი სქემა გერმანელებისათვის> მაშინ როდესაც, ლტოლვილის სტატუსზე ქართველს უარს ეუბნებიან და სამშობლოში გაგდებასა და 4 წლიან დეპორტს უპირებენ, ეს უკანასკნელი გარბის საქართველოს საკონსულოში (ბერლინში ან ფრანქფურტში) და 125 ევროდ იღებს ახალ პასპორტს, (ახლა აქციაა და ნახევარ ფასად) რათა აიცილოს გაძევება და 4 წლიანი ბლოკი გერმანიაში, ამის შემდეგ კი, მიემგზავრება თავისით საქართველოში.
ამ ქართველების ფოტოებს შეგნებულად არ ვდებ.
მიხეილ ხაჩიძე,გერმანია