ინტერპოლმა საერთაშორისო ძებნილთა სიას საქართველოს ორი მოქალაქე – გიორგი ალიევი და გრიგოლ ბერიკაშვილი დაამატა. ორივე მათგანს ინტერპოლი ყვითელი ცირკულარით, ანუ უგზოუკვლოდ დაკარგულის სტატუსით ეძებს.
![]()
გიორგი ალიევი 21 წლის გახლავთ. ინტეროპოლის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ის რუსთავის მკვიდრია.
რაც შეეხება გრიგოლ ბერიკაშვილს, ის გასული წლის ივლისში 55 წლის ასაკში საბერძნეთში გაუჩინარდა.
წყარო :http://primetime.ge/]
























