ჩვენი დიასპორელები, ჩვენი ემიგრანტები, ბევრად ეფექტურად გამოხატავენ ქართული სახელმწიფოს ინტერესებს, ვიდრე ჩვენი დიპლომატები.

0
2058

 ჩვენი ემიგრანტები, ბევრად ეფექტურად გამოხატავენ ქართული სახელმწიფოს ინტერესებს, ვიდრე ჩვენი დიპლომატების 80 %, ეს არის რეალური მოცემულობა და უნდა ვიფიქროთ მის ცვლილებაზე.

დაუშვებელია კოქტეილების სმას უთმობდნენ დროს და არ ზრუნავდნენ საქართველოს სახელმწიფო ინტერესებისთვის. ჩვენ ბევრჯერ ვნახეთ აფხაზეთის და ცხინვალის არალეგიტიმური ხელისუფლების ვოიაჟები საზღვარგარეთ, სეპარატისტული რეჟიმების მცდელობა, იტალიაში გაეხსნათ ე.წ. აფხაზეთის საელჩო, ვიხილეთ გერმანიაში აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენლების კეკლუცი გამოფენაზე, სადაც ცდილობდნენ აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ წარმოდგენას. რომ არა ჩვენი ხალხის, მათ შორის ემიგრანტების აქტიურობა, პრაქტიკულად რეზონანს მიღმა გვრჩებოდა ეს მავნებლობაც.

ჩვენ ხელისუფლებაში გვყავს ე.წ. ლიდერები, რომლებიც არათუ სახელმწიფოებს შორის კონფლიქტს, არამედ თბილისის ქუჩაში 2 კაცის ურთიერთკონფლიქტს ვერ განმუხტავენ და ვერ მოარიგებენ მხარეებს, ჩვენ გვყავს ლიდერები, რომლებიც პირიქით ხელს უწყობენ საზოგადოების დაპირისპირებას და ელემენტარულად ვერ მართავენ პოლიტიკურ პროცესს, მათ შორის საკუთარ გუნდშიც კი. გვჭირდება ავტორიტეტული ლიდერები და არა ხელისბიჭები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ რათა შეფერხდეს განვითარების და მოღონიერების პროცესი. დილეტანტებით ვერ შევძლებთ ქვეყნის და ხალხის ინტერესების დაცვას, დილეტანტებით ჩვენ მივალ უარეს რეზულტატამდე, როგორც ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ისე ქვეყნის შიგნით.

ჩვენი დიასპორელები, ჩვენი ემიგრანტები, ბევრად ეფექტურად გამოხატავენ ქართული სახელმწიფოს ინტერესებს, ვიდრე ჩვენი დიპლომატების 80 % ! #comebacktogeorgia ! 🇬🇪

Опубликовано Irakli Glonti 30 мая 2018 г.