რა ღირს ბინა თბილისში ?

0
2630

“ეკოპალიტრისა” და “ილიაუნი ბიზნეს რევიუს” თანამშრომლობის საფუძველზე,
სიძვირის რეიტინგი თბილისის ცალკეული უბნების მიხედვით, 1 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართის ღირებულების საფუძველზე. კვლევა წლეულს 23-30 ივნისს მოეწყო, რომლის დროსაც შეისწავლეს თბილისის 27 უბანი. სულ 270 საცხოვრებელი ბინის მონაცემი დამუშავდა.
კვლევა წარიმართა უძრავი ქონების ყველაზე პოპულარული ვებგვერდის, saqme.ge-ზე განთავსებული განცხადებების მიხედვით, გაზეთ “სიტყვა და საქმეში”

განთავსებული მასალების ანალიზის საფუძველზე და აგრეთვე, უძრავი ქონების სააგენტოების ცალკეულ მონაცემებზე დაყრდნობით.

თითოეულ უბანში ათ-ათი ბინა შეირჩა: ორი 1-ოთახიანი, ორი 1,5-ოთახიანი, ორი 2-ოთახიანი, ორი 2,5-ოთახიანი, ერთი 3-ოთახიანი და ერთიც 4-ოთახიანი ბინები. 1 კვ.მ.-ის საშუალო ღირებულების გამოსაყვანად ბინის საბაზრო ღირებულება საცხოვრებელი ფართობზე გაიყო.

კვლევის შედეგად აღმოჩნდა,

რომ:

– თბილისში მეორადი საცხოვრებელი ბინები ყველაზე ძვირი ძველი თბილისის უბანსა და ვაკეში ღირს, ყველაზე დაბალი ფასები კი ლილოსა და ფონიჭალაშია.
– რაც უფრო ნაკლებია ბინის ფართობი, მით უფრო მაღალია 1 კვ.მ.-ის ფასი და შესაბამისად, 1-ოთახიან ბინაში 1 კვ.მ. უფრო ძვირია, ვიდრე 4-ოთახიანში.
– ბინის ფასზე მოქმედებს მისი მდებარეობა, ბინის მდგომარეობა, აგრეთვე ტერიტორიაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები; ბინის ფასები განსაკუთრებით მაღალია მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე.
– ფასები განსაკუთრებით გაზრდილია იქ, სადაც სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს – ძველი თბილისის უბნებში, აღმაშენებლის გამზირზე…
დაგეგმილია მსგავსი კვლევების ყოველთვიურად მოწყობა. შესაბამისად, თანდათან გამოიკვეთება სურათი, როგორ იცვლება მეორადი საცხოვრებელი ბინების ფასები თბილისის უბნების მიხედვით. აღსანიშნავია, რომ ეს მონაცემები, “ეკოპალიტრის” გარდა, აგრეთვე გამოქვეყნდება გაზეთ “სიტყვა და საქმეში”.

თბილისის უბანი  1 კვ.მ.-ის ფასი ($)

ძველი თბილისი  986
ვაკე, ბაგები  981
ვერა  935
მთაწმინდა, სოლოლაკი  865
ვაჟა-ფშაველა, ქავთარაძე  837
ჩუღურეთი  831
ბახტრიონი, დოლიძე  817
საბურთალო  816
დიდუბე  767
ისანი  637
ნუცუბიძის პლატო  634
კრწანისი, ორთაჭალა  622
ვაშლიჯვარი  597
დიღმის მასივი  584
მესამე მასივი  570
ავლაბარი  567
ნაძალადევი  546
ავჭალა  375
ვარკეთილი  537
სამგორი  509
მუხიანი  485
დიდი დიღომი  483
ვაზისუბანი  474
გლდანი  473
თემქა  401
ფონიჭალა  381
ლილო  234


კვლევა მოაწყო “ილიაუნი ბიზნეს რევიუმ”, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტზე არსებული ეკონომიკური კვლევებისა და კონსულტაციების ცენტრის მკვლევრების მონაწილეობით.

წყარო :https://www.kvirispalitra.ge