ესპანეთის დასაქმების და მიგრაციის ახალი მინისტრის გეგმები.

0
11238

ესპანეთის ახალი მთავრობა მიზნად ისახავს ესპანეთის იმ მოქალქეებისთვის, რომელბმაც ბოლო პერიოდში ქვეყანაში შემქნილი ეკონომიკური კრიზისის გამო დატოვეს ესპანეთი შეიმუშავოს ახალი პროგრამა, რომელიც ხელს შეუწყობს მათ სამშობლოში დაბრუნებას. აღნიშნული ინიციატივის რეალურად ამოქმედება ექსპერტების მხრიდან პერსპექტიულად ფასდება ესპანეთის დასაქმების, მიგრაციის და სოციალური დაცვის ახალი მინისტრის მაგდალენა ვალერიოს პოლიტიკური წარსულიდან გამომდინარეც.

ესპანეთში ემიგრანტების მიწად წოდებული კასტილა-ლა მანჩას რეგიონში დაბადებული ესპანეთის დასაქმების, მიგრაციის და სოციალური დაცვის ახალი მინისტრი იყო სწორედ იმ კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორიც, რომელიც ჰოსე ლუიზ როდრიგეზ საპატეროს მთავრობამ 2005 წელს აამოქმედა და ესპანეთში 700 000 არალეგალს უცხოელს ცხოვრების ლეგალური უფლება მიანიჭა.

2005 და 2007 წლებში  კასტილია-ლა მანჩაში მუშაობისას მაგდალენა ვალერიომ განახორციელა ასევე პროექტი რომელიც იცავდა მიგრანტთა შრომით უფლებებს და ხელს უწყობდა მათ  ესპანეთის საზოგადოებაში ინტეგრაციას.

როგორც ექსპერტები ვარაუდობენ ესპანეთის ახალი მთავრობა მაგდალენა ვალერიოს ხელმძღვანელობით ახალ ფურცელს გადაშლის ესპანეთში რეპატრიაციის და მიგრაციის საკითხებში.

 

წყარო :https://www.elindependiente.com/economia/2018/06/08/gobierno-inmigrantes-espanoles/