საქართველოს საპატრიარქოს იურისდიქციაში მყოფი ეპარქიები ევროპაში.

0
1996

XX საუკუნის მიწურულს საქართველოში განვითრებულმა რთულმა პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა პროცესებმა გამოიწვია ათასობით საქართველოს მოქალაქის უცხოეთში გადახვეწა. განსაცდელში აღმოჩენილ ჩვენს თანამემამულეთა ისედაც მძიმე მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებდა სამშობლოსთან დაშორება, ამას ემატებოდა კიდევ ერთი პრობლემა – უცხოეთში ყოფნისას იბადებოდნენ მათი შვილები, შვილიშვილები, რომლებიც გაუცხოებულნი აღმოჩნდნენ ქართული კულტურული გარემოსაგან. რის გამოც დიდად წუხდა ემიგრაციაში, თუ დროებით უცხოეთში მცხოვრები ქართველობა; ამ მოვლენას ასევე მძიმედ განიცდიდა და განიცდის საქართველოს ეკლესია; შესაბამისად, საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის საგანგებო მსჯელობის საგანი გახდა აღნიშნული საკითხი და მიღებულ იქნა ისტორიული მნიშვნელობის მქონე გადაწყვეტილებები უცხოეთში საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ექსარქიების დაფუძნების შესახებ.

ამჟამად ევროპაში არსებობს შედეგი ეპარქიები:

1. საქართველოს საპატრიარქოს დასავლეთ ევროპის ეპარქია დაფუძნდა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის  2002 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით. ეპარქიის მმართველად დაინიშნა მიტროპოლიტი აბრაამ გარმელია. ეპარქიის იურისდიქცია ვრცელდება შემდეგ ქვეყნებზე: საფრანგეთი, იტალია, ლუქსემბურგი, პორტუგალია, ესპანეთი, შვეიცარია და დანია.

2. საქართველოს საპატრიარქოს გერმანიისა და ავსტრიის ექსარქია დაარსდა წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით და მოიცავს გერმანიის და ავსტრიის სახელმწიფოების ტერიტორიებზე არსებულ ქართულენოვან სამრევლოებს. მღვდელმთავარის მოვავალეობას ამ დროისთვის ასრულებს ზუგდიდისა და ცაიშის ეპრქიის მღვდელმთავარი მიტროპოლიტი გერასიმე შარაშენიძე. 

3. საქართველოს საპატრიარქოს ბელგიისა და ჰოლანდიის ექსარქია დაარსდა წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით და მოიცავს ბელგიის და ჰოლანიდიის  სამეფოების ტერიტორიებზე არსებულ ქართულენოვან სამრევლოებს. 2014 წლის 15 ივნისიდან ექსარქიას ხელმძღვანელობს ეპისკოპოსი დოსითეოს ბოგვერაძე.

4. საქართველოს საპატრიარქოს დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის  ექსარქია საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის 2009 წლის 30 აპრილის წმინდა სინოდის განჩინებით  დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ქართული სამრევლოების გაერთიანებით შეიქმნა. მმართველად კი  დაინიშნა და აგარაკ-ტაშირის  ეპარქიის მღვდელმთავარი მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული.