40 წლამდე მოქალაქეთათვის საპენსიო ფონდში შენატანი სავალდებულო იქნება

0
6404

„დაგროვებითი პენსიის შესახებ” კანონპროექტის მიხედვით, რომელსაც პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტზე დღეს განიხილავენ, 40 წლამდე პირებისთვის საპენსიო ფონდში შენატანების გაკეთება სავალდებულო იქნება.

კანონპროექტს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროები წარადგენენ. რაც შეეხება შენატანის ოდენობას, ფონდში ხელფასის 2 პროცენტს დასაქმებული შეიტანს, 2 პროცენტს – დამსაქმებელი, ხოლო 2 პროცენტს – სახელმწიფო.

დღესვე, კანონპროექტის ალტერნატიულ ვერსიას წარადგენს ფრაქცია „ქართული ოცნება-სოციალ-დემოკრატები”. დეპუტატ ბექა ნაცვლიშვილის თქმით, მათი ვერსია განსხვავებულია და უკეთ პასუხობს იმ გამოწვევებს, რომელიც საპენსიო მიმართულებით ქვეყანაში არსებობს.

„პირველი ძირითადი განსხვავება არის ის, რომ ჩვენი საპენსიო რეფორმის მიხედვით, პირველივე წელს, ამოქმედდება თუ არა სისტემა, მოქალაქეები მიიღებენ გაზრდილ პენსიას. მეორე განსხვავება ეფუძნება სოლიდარობის პრინციპს, ანუ ვინც დაბალშემოსავლიანია, ის მიიღებს შესაბამისად პროპორციულად უფრო მაღალ პენსიას, გამომდინარე იქედან, რომ უთანასწორობა რაც ქვეყანაშია, საპენსიო ასაკში მაინც შემცირდეს.  მესამე განსხვავება არის, რომ აღნიშნული ფონდი ჩვენი ვარიანტით არის ბევრად მდგრადი და უფრო მეტი ფული გროვდება. შესაბამისად, საინვესტიციოდაცბევრად უფრო მეტი რესურსია“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ავტორი – მარიამ ბერძენიშვილი

წყარო: 1tv.ge