ახალ მინისტრთა კაბინეტში შესაძლოა დიასპორის და მიგრაციის საკითხთა მინისტრი იყოს.

0
5399

მამუკა ბახტაძე პრემიერ – მინისტრად წარდგენისას  გაკეთებული განცხადების თანახმად  მცირე, ეფექტური  და მიზნობრივი მთავრობის შექმნის მომხრეა და ახალი მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტებასაც ამ ნიშნით აპირებს.

ვრცელდება ინფორმაცია რომ  საქართველოს პრემერ-მინისტრობის კანდიდატმა ახალი მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტებისთვის კონსულტაციები უკვე დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით  მომავალი პრემიერი დაინტერესებულია საქართველოს საზღვრებს გარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საკითხით და კულუარული ინფორმაციით შეცდომად აფასებს, წინა პრემიერის მიერ დიასპორის სამინისტროს გაუქმების გადაწყვეტილებას. როგორც ჩვენთვის  ხდება ცნობილი მამაუკა ბახტაძის ხედვით, საქართველოს საზღვრებს გარეთ მცხოვრები 1 700 000 საქართველოს მოქალაქისთვის აუცილებელია არსებობდეს მცირე და ეფექტური დიასპორის და მიგრაციის საკითხების სამთავრობო უწყება, რომელიც მათ საქართველოს განვითარებაში ჩართულობას და მათზე ზრუნვას ეფექტურად განახორციელებს. ამასთან ვიზალიბერალიზაციის შემდგომ განვითარებული პროცესების შემდგომ მიგრაციის არაეფექტური მართვის გამო საქართველოს ყოფილ მთავრობას ევროპელი კოლეგები საკმაოდ ღიად სთხოვდნენ მეტი ეფექტური ზომების მიღებას.