ქართველი პიანისტის ხატია ბუნიათიშვილის პერფორმანს, პარიზში, საფრანგეთის მთავარ დღესასწაულზე, საოცარი გამოხმაურებები და შეფასებები მოჰყვა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ია მახარაშვილი წერს, რომელიც ბასტილიის აღების დღესთან დაკავშირებით გამართულ კონცერტს დაესწრო. როგორც ის ამბობს, სცენაზე უამრავი ცნობილი შემსრულებელი იდგა, თუმცა საფრანგეთმა წამყვან მუსიკოსად ხატია აირჩია.
მახარაშვილი ყვება იმ ემოციასა და შეფასებებზე, რომელიც პარიზში, ხატიას გამოსვლას მოჰყვა.“მოდით ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ:ხატია ბუნიათიშვილის მსგავსი ვარსკვლავი ამ სიტყვის ყველანაირი მნიშვნელობით – არ გვყავს❗.
გუშინდელი ბასტილიის დღე მასთან ერთად გავატარე.ვუყურებდი სახლში, კულისში, სცენაზე, ხალხში… მისი ზებუნებრივი, კოსმოსური ქარიზმა, ენერგია და ნიჭიერება შერწყმული საოცარ სინაზეში, სილამაზესა და სექსუალურობაში, მისი თანდაყოლილი კეთილშობილება და თავმდაბლობა, მისი სიდიადე და სიკაშკაშე, მისი აზროვნებისა და წიგნიერების ხარისხი ვერცერთ ადამიანს ტოვებს გულგრილს.
ვნახე როგორ მოაკითხა სპეციალურად და გამორჩეულად მის გასახდელ ოთახში ჯერ პარიზის მერმა, შემდეგ ფრანს 2-ის დირექტორმა და მერე საფრანგეთის კულტურის მინისტრმა. როგორი აღფრთოვანებით ეუბნებოდნენ, რომ გენიოსია და ბრწყინავს! რომ ბედნიერები არიან, საფრანგეთმა ქვეყნის ყველაზე მთავარ დღესასწაულზე მთავარ ვარსკვლავად ხატია რომ აირჩია როგორ ამაყობდნენ, რომ მათი ქვეყნის ჰიმნი სწორედ ხატიამ შეასრულა❗ ბედნიერებაა იმის ყურება როგორ ეფერებიან და როგორ საოცარ სიყვარულსა და ემოციას გამოხატავენ მის მიმართ დაწყებული მთავარი პროდიუსერებიდან დამთავრებული მაყურებლით, რომლებიც ერთიანად წამოიშალნენ მის დანახვაზე კონცერტის შემდეგ. სცენაზე ბევრი ცნობილი შემსრულებელი იდგა, მაგრამ საფრანგეთმა ქვეყნის ყველაზე მთავარ დღესასწაულზე მთავარ ვარსკვლავად ხატია აირჩია
აი რას წერს ერთ-ერთი ცნობილი ფრანგი დიპლომატი: “ბედნიერებაა, რომ ხატიამ მეორე სამშობლოდ საფრანგეთი აირჩია. მისი მარსელიეზას შესრულებით ჩვენი ქვეყანა გაბრწყინდა. პატივია, რომ ჩვენმა ერმა მიიღო ეს განსაკუთრებული არტისტი! საფრანგეთი უფრო დიდია ვიდრე საფრანგეთი!” არც ყვითელი პრესა ჩამორჩა და დღეს დილიდან გამოდის სტატიები სათაურით : რა ვიცით ხატია ბუნიათიშვილის შესახებ მე კიდევ ის ვიცი, რომ ამ კოსმოსურ სრულიად საგიჟეთში არ დაავიწყდა, და სიუჟეტში საქართველო მისი კულტურა და სამზარეულო წარმოაჩინა. სრულიად საფრანგეთს მოუყვა თუ რა საოცარი და “არქაული” კერძია “ხინკალი” ბოლოს მის ვარსკვლავურ დამახასიათებელ ერთ ნიუანსსაც დავწერ: კონცერტის ბოლოს, სცენაზე საფინალო მარსელიეზას შესასრულებლად ყველა მონაწილე გამოდიოდა… ვხედავ ხატია შემოიყვანეს წინ… ველოდები გამოვიდეს და არ ჩანს, რა თქმა უნდა უკლებლივ ყველა გამოატარა და ყველაზე ყველაზე ბოლოს გამოვიდა.
გენიოსებად იბადებიან⭐
She was born to be a star⭐,” – წერს ია მახარაშვილი.