,,იტალიის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში ბევრი ქარველი ემიგრანტისთვის გახდა იმედის მომცემი რომ რაღაც შეიცვლება. თუმცა მეორე დღეა პრესაში და სოციალურ ქსელში გავრცელებულ ნიუსებს ვეცნობი და არსად არ გაჟღერებულა ქართველი ემიგრანტების თემა,( ან მე ვერ ვნახე).
არადა მოდით რეალობას გავუსწოროთ თვალი, მიხარია რომ საქართველომ მოახერხა და ევროპისკენ მიმავალ გზაზე საკმაოდ დიდი ნაბიჯი გადადგა ვიზალიბერალიზაციის შემოღებით, მაგრამ ამან კიდევ უფრო გაზარდა ემიგრანტების რაოდენობა და სამწუხაროდ უმრავლესობა ისევ და ისევ არალეგალის სტატუს ატარებს რაც მათი უფლებების განხორციელების დამაბრკოლებელი გარემოებაა.
მე როგორც რიგითი ემიგრანტი და ერთ ერთი ქართული ასოციაციის დამფუძნებელი ვფიქრობ საინტერესო და მნიშვნელოვანი იქნებოდა ორ სახელმწიფოს შორის მოხდეს გარკვეული ფორმით შეთანხმება იმ ემგრანტთა შრომითი უფლებების მინიჭების თაობაზე რომლებიც იმყოფებიან იტალიის ტერიტორიაზე.
ზემოაღნიშნული მიზნების მისაღწევად მნიშვნელოვანია იტალიასთან ცირკულარული მიგრაციის ხელშეკრულების გაფორმება და მისი ეფექტიანი იმპლემენტაციითვის შესაბამისი საკანონმდებლო და ორგანიზაციული ზომების გატარება. ასევე, დროებითი ლეგალური დასაქმების შესაძლებლობების განვითარება.
მსგავსი ხელშეკრულებების ხელმოწერა და შესაძლებლობების გამორკვევა შრომით ბაზარზე სამუშაო ძალის დარეგულირებასთან ერთად, უზრუნველყოფს მიგრანტთა სოციალურ დაცვას.
პ.ს. იმედს ვიტოვებ, რომ იტალიისა და საქართველოს პირველი პირები ქართველი ემიგრანტების ლეგალიზაციის საკითხსაც შეეხნენ.. “- წერს სოციალურ ქსელში ბარის ასოციაცია A.I.S. -ს ხელმძღვანელი და ქართველ ემიგრანტთაუფლედამცველი ნინა რურუა იტალიიდან.