გერმანიაში მყოფი მესამე ქვეყნის მოქალაქე რომელსაც ესპანეთში ექნება თავშესაფრის მიღების განაცხადი გაკეთებული ესპანეთში იქნება დაბრუნებული

0
1224

გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიგრანტები, რომლებმაც თავშესაფრის მიღების განაცხადი პირველად ესპანეთში შეავსეს და შემდეგ გერმანიაში წავიდნენ, ისევ ესპანეთში დაბრუნდებიან. ესპანეთის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, გერმანიასთან დადებული ხელშეკრულება არის ივნისში ევროკავშირის ქვეყნების მიერ მიღებული შეთანხმების ნაწილი.

ესპანეთში თავშესაფრის მაძიებლების უმრავლესობა აფრიკის კონტინენტიდან შედის. 2018 წლის პირველი ხუთი თვის მონაცემებით, ესპანეთში თავშესაფრის მოთხოვნით 19 ათასი მიგრანტი ჩავიდა. 2014 წლის შემდეგ თავშესაფარი გერმანიას საერთო ჯამში 1.6 მილიონმა ადამიანმა სთხოვა. ესპანეთის შემდეგ, მსგავსი ხელშეკრულების გაფორმება გერმანიას იტალიასთან და საბერძნეთთან სურს.