ცოტა რამ ინტერნეტ სივრცის და ქართველი ემიგრანტი ქალბატონების გულთამყრობელი ჯან იამანის შესახებ

0
1890

ცოტა ხნის წინ, ინტერნეტი სიმპათიური მამაკაცის ვიდეოებმა დაიპყრო,განსაკუთრებით აქტიურად კი მის ვიდეოებს კი უცხოეთში მცხოვრები ქართველი მდედრობითი სქესის წარმომადგენლები აზიარებდნენ, თუმცა ბევრმა მათგანმა არ იცის ვინ არის ის. ეს მამაკაცი როგორც აღმოჩნდა  – თურქი მსახიობი ჯან იამანია და ამჟამად ერთ-ერთ საკმაოდ პოპულარულ ტელე-სერიალში იღებენ, რომელსაც ქართველი ქალბატონები ინტერნეტით ადევნებენ თვალს.

სერიალის სახელია: „ადრეული ფრინველი- erkenci kus“. სიტუაცია ძირითადად კომპანიაში ვითარდება, სადაც ორ ადამიანს ერთმანეთის შეყვარების მიზეზი თანდათან ურვივდება. მსახიობს საკმაოდ მგრძნობიარე თვალები აქვს და ალბათ დამეთანხმებით, რომ მშვენივრად გამოიყურება. დაკუნთული სხეული, ღიმილი, მოკლედ მისი გარეგნობა ნამდვილად ადვილად შესამჩნევია.

ჯან იამანს კარგი დოსიე აქვს, ის ბილფენის კოლეჯსა და იტალიურ ლიცეუმშიც სწავლობდა. შეისწავლა მენეჯმენტი, თუმცა ამას მსახიობობაში ხელი არ შეუშლია. მისი ინტერესის ერთ-ერთი სფერო ფოტოგრაფიაცაა.ჯანი 2015 წელსაც იყო სხვადასხვა სერიალებში, მაგრამ როგორც ჩანს ეს როლი მისი ტრიუმფია. „ინსტაგრამზე“ 1.9 მილიონი გამომწერი ჰყავს, რაც იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოს მასშტაბითაა პოპულარული. თავად საკმაოდ თავშეკავებულია და მის მიერ გამოწერილთა სიაში მხოლოდ 330 ადამიანია.

#ErkenciKuş 5. bölümden 🎬

A post shared by C a n Y a m a n ©🇹🇷08.11.1989 (@canyaman) on