როგორ დავდგეთ საკონსულო აღრიცხვაზე სახლიდან გაუსვლელად და მოვიპოვოთ ხმის მიცემის შეუზღუდავი უფლება

0
5531

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე უფლებამოსილია დადგეს საკონსულო აღრიცხვაზე სახლიდან გაუსვლელად.  საკონსულო აღრიცხვაზე დასადგომად იუსტიციის სახლის ვებ-გვერდის ამ მისამართზე- http://psh.gov.ge/main/page/6/358  შესაძლებელია  შეავსოთ ელექტრონული განცხადება, ატვირთოთ თქვენი ბიომეტრიული ფოტოსურათი, დაუკავშირდეთ დისტანციური მომსახურების სამსახურის ოპერატორს და პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის რეჟიმში გამოხატოთ თქვენი ნება საკონსულო აღრიცხვაზე დადგომასთან დაკავშირებით.

ონლაინ რეჟიმში საკონსულო აღრიცხვაზე დაყენება გახლავთ უფასო, ხოლო ამ პროცედურის წარმატებულად განსახორციელებლად თქვენ დაგჭირდებათ მხოლოდ ბიომეტრიული ფოტო სურათი, ვებ-კამერა, ყურსასმენი და მიკროფონი. განაცხადის წარმატებით დარეგისტრირების შემთხვევაში და ასევე საქმის წარმოების ყოველ ეტაპზე თქვენ განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მოგივათ შეტყობინება ამა თუ იმ მოქმედების შესრულების შესახებ.

შეგახსენებთ რომ საზღვარგარეთ მყოფ ამომრჩევლებს მხოლოდ საკონსულო აღრიცხვის შემდგომ შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში.

საქართველოს მოქალაქის საკონსულო აღრიცხვაზე დაყენება ასევე შესაძლებელია საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდის მეშვვეობითwww.geoconsul.gov.ge .

იხ. ვიდეო :