ტოკიოში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს სტენდი განათავსეს

0
1365

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ იაპონიაში ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ტოკიოში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს სტენდი გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა დაათვალიერა.

გამოფენის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, საქართველოს სტენდთან ქართული ღვინო გაესინჯათ და გაცნობოდნენ ქვეყნის შესახებ საიმიჯო ვიდეორგოლებსა და ბეჭდურ საპრომოციო მასალას.

დამთვალიერებლებს შორის განსაკუთრებული ინტერესი ქართველი სუმოს მოჭიდავის, ლევან გორგაძის, იგივე ტოჩინოშინ ცუიოშის ბანერმა გამოიწვია. ტოჩინოშინი იაპონიაში ერთ-ერთი ყველაზე
პოპულარული სუმოს მოჭიდავეა.