2018 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 131.3 მლნ აშშ დოლარი, (342.7 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 5.6 პროცენტით (6.9 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2017 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.- ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.9 პროცენტი იმ 16 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ სექტემბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 16 ქვეყანაზე გასული წლის სექტემბერში მთელი ფულადი გზავნილების 93.0 პროცენტი მოდიოდა.