10 ქვეყანა სადაც ყველაზე მეტმა ემიგრანტმა მისცა ხმა სალომე ზურაბიშვილს

0
3133

 

როგორც ცნობილია ცესკოს მონაცემებით, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 59.52% (1 147 627 ხმა) მიიღო და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე რომელმაც ამომრჩევლის 40.48%-მა (780 633 ხმა) დაუჭირა მხარი მეორე ტურში დაამარცხა.

28 ნოემბერს საქართველოს საზღვარგარეთ მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმაც მიიღეს და გამოხატეს საკუთარი ნება სადაც ამჟამად არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ემიგრანტებისგან 3415 ხმა მიიღო, ხოლო ქვეყნების მიხედვით სადაც ყველაზე მეტმა ემიგრანტმა ამომრჩეველმა გამოუცხადა ნდობა სალომე ზურაბიშვილს ასე გამოიყურება:

  1. საბერძნეთი – 611 ხმა
  2. აშშ- 515 ხმა 
  3. ესპანეთი -168 ხმა
  4. იტალია – 161 ხმა
  5. გერმანია – 155 ხმა
  6. უკრაინა – 151 ხმა
  7. თურქეთი- 150 ხმა
  8. საფრანგეთი – 129 ხმა
  9. ისრაელი -119 ხმა
  10. ბელგია – 118 ხმა

შეგახსენებთ რომ 28 ნოემბერს საქართველოს მოსახლეობამ პირდაპირი წესით ბოლოჯერ აირჩია ქვეყნის პრეზიდენტი და ის პრეზიდენტის პოსტს 6 წლით დაიკავებს.

პრეზიდენტის ინაუგურაცია, 16 დეკემბერს გაიმართება. ამავე დღეს ძალაში შევა ქვეყნის ახალი კონსტიტუცია, სადაც ქართული დიასპორის შესახებ მნიშვნელოვანი ჩანაწერი, რომელიც ახლადარჩეული პრეზიდენტის ინიციატივით ჩაიწერა ამოქმედდება.