იაპონიაში ახალი კანონმდებლობით მიგრანტებს სხვადასხვა სექტორში დასაქმება გაუმარტივდებათ

0
1138

იაპონიის პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ქვეყანაში მცხოვრებ ასობით ათას მიგრანტს შრომის ბაზარზე, სხვადასხვა სექტორში დასაქმებას გაუმარტივებს. ამის შესახებ BBC წერს.

2019 წლის აპრილიდან უცხოელები შეძლებენ სამშენებლო, სასოფლო-სამეურნეო და საექთნო სექტორში დასაქმდნენ.

იაპონია, ტრადიციულად, მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკით გამოირჩევა, თუმცა ხელისუფლება განმარტავს, რომ ახალი კანონი ერის სწრაფი ტემპით დაბერებითააგამოწვეული და სხვადასხვა სექტორს ახალგაზრდა კადრები ესაჭიროება.

ოპოზიციური პარტიები ახალ კანონს აპროტესტებენ. მათი განმარტებით, ახალი რეგულაცია ადამიანების შრომითი ექსპლუატაციის რისკს ზრდის.