მარკუს მეტრეველი : ვის გაქვთ თამთას ნაირი კარიერა?

0
3276

როგორც ცნობილია მარკუს მეტრეველი გაიზარდა საბერძნეთში მან ითანამშრომლა საბერძნეთის წამყვან დიზაინერებთან, პროდიუსერებთან და მომღერლებთან. 2009 წელს მარკომ გადაწყვიტა კვლავ თავის სამშობლოში დაბრუნება. მან კარგად იცის რას ნიშნავს საბერძნეთის ესტრადა და ასევე იცნობს თამთას მოღვაწეობას საბერძნეთში. მარკუს ეხმაურება თავისი პირადი გვერდიდან ევროვიზიის მოვლენებს და საქვეყნოდ გამოხატავს თავის პროტესტს როგორც მომღერალი და ხელოვანი ადამიანი ვისაც ნამდვილად გაეგება ესტრადის სპეციფიკა და ევროვიზიის კონკურსი და რა თქმა უნდა საბერძნეთის და საქართველოს შოუბიზნესი.

იხილეთ მარკუს მეტრეველის სტატუსი :

მაპატიეთ მაგრამ ძალიან სასაცილოა როდესაც ისეთი დონის არტისტს აფასებენ ეგრედწოდებული კომპეტენტური ჟიურის წევრები როგორიც არის “თამთა” #TAMTA ♥️
სასაცილოა თვქვენი 6 ქულა
სასაცილოა თქვენი კომპეტენტურობა 
სასაცილოა თვენივე არაფრისმთქმელი ამბიცია რომელიც გაძლევთ იმის უფლებას რომ შეაფასოთ არტისტი რომლის კარიერულ დენეს ვერასდროს მიუახლოვდებით!!!!
სასაცილოა თქვენი თანადგომა თანამემამულის მიმართ.
ძალიან მაინტერესებს ვინც ეს მარაზმი ქულა დაწერა, ვის ააქვს მასზე დიდი სასცენო გამოცდილება? მასზე ბევრი სიდი სინგლი, ალბომი, ოქრსა თუ პლატინის დისკი, მასზე მეტი ვიდეო კლიპები და სარეკლამო კლიპები, მასზე მეტი აღიარება უცხო ქვეყნის მიერ!!! მე არ მაქვს ინფორმაცია ვინ იყო ის კომპეტენტური ჟიური მაგრამ “0” ჩემგან ამიტომ ვერ მივდივართ წინ ვერასდროს და ვდგავართ მუდამ ევროვიზიის კულისებში თქვენნაირები რომ ზიან ეგრედწოდებული ჟიურიში!!!!
შური კლავს , შხამავს და ანადგურებს ადამიანს!!!! ამით თამთას არაფერი დაუშავდა, უბრალოდ კიდევ ერთხელ დაანახეთ თვენი მლიქვნელობა !!!
თამთას კი კვლავ ვუსურვებ მეგა წარმატებას რომელიც არასდროს აკლია!!