2 ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა იტალიაში, ჩქაროსნული მატარებლის სარკინიგზო კატასტროფისას – მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა.
როგორც იტალიური გამოცემა „ილ რესტო დელ კარლინო“ წერს, ორივე დაღუპული მემანქანეა. მატარებლის მგზავრები ახლომდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
შემთხვევა დღეს, 6 თებერვალს, დილის ხუთ საათზე მოხდა ლოდის რეგიონში, ქალაქ ლივრაგასთან. ჩქაროსნული მატარებელი „ფრეჩა როსა“ მილანიდან სალერნოს მიმართულებით მიდიოდა. ტრაგედია კი მილანი – ბოლონიის სარკინიგზო მონაკვეთზე მოხდა.
ჯერჯერობით არ არის დადგენილი ტრაგედიის ზუსტი მიზეზი. თუმცა გამოცემა წერს, რომ გვიან ღამით ჩქაროსნულ მაგისტრალზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა.
ტრაგედიის შემდეგ მილანი-ბოლონიის ჩქაროსნული სარკინიგზო მაგისტრალი ჩაიკეტა სხვა ჩქაროსნული მატარებლებისთვის.