მე შენ მიყვარხარ საქართველო ! – ისრაელში ნოდარ დუმბაძის გახსენების საღამო შედგა

0
1796

ისრაელში ქალაქ კირიათონოში მოხუცთა სახლი „ამიგური“მდებარეობს. სადაც თავდაპირველად ჰოლოკოსტიდან გადარჩენილ ებრაელებზე საზრუნავად გაიხსნა, ამჟამად კი, იქ, მსოფლიოს ყველა კუთხიდან ამოსული ის მოხუცი ებრაელები ცხოვრობენ, რომლებიც თავიანთი ქვეყნისგან განსაკუთრებულ მზრუნველობასა და ყურადღებას საჭიროებენ. აღსანიშნავია, რომ „ამიგურის“ ბინადარნი, მათზე მზრუნველი სახელმწიფოსა და მაღალპროფესიული კოლექტივის წყალობით, ყოველმხრივ სრულყოფილი, სისხლსავსე და საინტერესო ცხოვრებას ეწევიან.

24 დეკემბერს „ამიგურის“  ხელმძღვანელების ირის ლოკშინის და ბიბლიოთეკარ ელენე რეზნიკოვას ორგანიზებით მოხუცთა სახლში ნოდარ დუმბაძის გახსენების საღამო შედგა. საღამოს მწერლის ქალიშვილი მანანა დუმბაძე დაესწრო,რომლის შესახვედრადაც   „ამიგურის“ შეხვედრების დარბაზი ქართული წიგნების სტენდით, ნოდარ დუმბაძის პორტრეტითა და მისი ნაწარმოებებით გაწყობილი მაგიდით, ქართული ეთნოგრაფიული სუვენირების კუთხით და კედელზე გაკრული ტრანსპარანტით – „მე შენ მიყვარხარ, საქართველო!“ – დახვდნენ.

„ მათ ყველაფერი იციან და კიდევ უფრო მეტი აინტერესებთ. ყველაფერი წაკითხული აქვთ, უყვართ, ეცინებათ, ეტირებათ და სიყვრულით აღნიშნავენ – მამას როგორ გავსო! მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხიდან ისრაელის მოხუცებულთა ერთ სახლში შეკრებილი ეს განსაკუთრებული მკითხველი, ღიმილითა და ცრემლებით იხსენებს ნოდარ დუმბაძის გმირებს, მის ცხოვრებასა და შემოქმედებას. ეს არის მწერლის ძეგლიც, მემორიალიც და მარადისობის კანონიც!“ – აღნიშნა მანანა დუმბაძემ შეხვედრის შემდგომ.