ვიცე-პრემიერის განცხადებით სახელმწიფოსთვის პრიორიტეტულია ქართული დიასპორული ცენტრების მხარდაჭერა.

0
1890

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს ვიცე-პრემიერის და საგარეო საქმეთა მინისტრის მიხიელ ჯანელიძის ქართული დიასპორისადმი მიმართვას ავრცელებს, სადაც შეჯამებულია გასულ 2017 წელს გაწეული მუშაობის შედეგები და მიღწევები. ვიცე -პრემიერის მიმამართვაში განსაკუთრებულად ხასგასმულია სახელმწიფოს დიასპორასთან მჭიდრო ურთიერთობების მნიშვნელოლობა და ინტენსიური ურთიერთობების აუცილებლობა.

ვიცე-რემიერის განცხადებაში ნათქვამია ასევე რომ სახელმწიფოსთვის პრიორიტეტული იქნება დიასპორული ორგანიზაციების მხარდაჭერა: ,,განვლილ 2017 წელს  შევეცადეთ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაგვედგა დიასპორული პოლიტიკის მიმართულებით. კერძოდ, საქართველოს ახალ კონსტიტუციაში გაჩნდა ჩანაწერი, რომლის თანახმადაც სახელმწიფო იღებს ვალდებულებას იზრუნოს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე. თქვენთან ერთად შემუშავდა და დამტკიცდა პროგრამა – „ერთიანი, ძლიერი, სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის მქონე დიასპორა“, რომელიც უზრუნველყოფს თანამემამულეებისათვის სახელმწიფოს ფართო შესაძლებლობებზე წვდომას, საქართველოსათვის კი სახელმწიფო ინტერესების ეფექტიან განხორციელებას. საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების უფლებებისა და ინტერესების დაცვა, დიასპორასთან კომუნიკაციის გაუმჯობესება და მათი პრობლემების უკეთ გაცნობიერებისათვის რეგულარული და ინტენსიური შეხვედრების უზრუნველყოფა, საზღვარგარეთ მოქმედი ქართული სათვისტომოების, საკვირაო სკოლებისა და ფოლკლორული ანსამბლების მხარდაჭერა, რაც ეროვნული და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების ქვაკუთხედს წარმოადგენს, კვლავ რჩება სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების ერთ-ერთ პრიორიტეტად.”- ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის და ვიცე-პრემიერ მიხეილ ჯანელიძის სახელით გავრცელებულ მიმართვაში