იტალიაში მოღვაწე ქართველი ექიმი დავით მათიაშვილი კორონავირუსთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებულ პანიკას ეხმაურება და ამბობს, რომ “ეს ვირუსი არ არის ისეთი საშიშია”. მათიაშვილი იტალიაში, ლომბარდიის რეგიონში, ქალაქ ბერგამოს კლინიკაში მუშაობს, სადაც კორონავირუსით დაინფიცირებულ ადამიანებს მკურნალობენ.
“რადგან ამ პანიკის ეპიცენტრში ვარ, ერთ სტატუსს მივუძღვნი. ჩემს საავადმყოფოში, 20 COVID-19-იანი პაციენტია. ყველა იზოლორებული, 3 ინტუბირებულია რეანიმაციაში. 1 გარდაიცვალა (გარდაცვლილი მოიყვანეს)
ყველა მძიმე პაციენტი, მათ შორის გარდაცვლილიც არის 80 წელს ზევით, სხვა ასოცირებული კონდიციებით.
მოკლედ, ადამიანურ ენაზე, რომ ვთქვათ ეს ვირუსი არ არის ისეთი საშიში, როგორც მედიაში და სოც ქსელებში ვრცელდება. არ დაიხოცება ხალხი ქუჩაში და სამყაროს დასასრულს არ გამოიწვევს.იტალიას, მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი ჯანდაცვის სისტემა აქვს და მაქსიმალურ ძალისხმევას დებს, რომ ვირუსის გავრცელება შეაჩეროს. ეს არის მიზეზი რატომაც არ მუშაობს სკოლები, უნივერსიტეტები, ამიტომ არ ტარდება საფეხბურთო მატჩები და ზოგადად საზოგადოების თავშეყრის ადგილები დახურულია. ეს იმიტომ არ ხდება, რომ ყველა ავადაა და ვიხოცებით. იმიტომ ხდება, რომ ამ ვირუსებმა არ მაიღწიონ ისეთ ადამიანებამდე, რომლებსაც იმუნტეტი ისედაც კომპრომიტირებული აქვთ.