❗️❗️❗️საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!
საბერძნეთში, ქ. თესალონიკსა და ქ. ათენში დადასტურდა კორონა ვირუსით დაავადების პირველი შემთხვევები. ინფიცირებულია ორი ქალბატონი, რომლებმაც იმოგზაურეს იტალიაში. საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, შვებულებაში მყოფ ყველა სამედიცინო პერსონალს შეუწყდა შვებულება და მიმდინარეობს არსებული სამედიცინო პერსონალის სრული მობილიზება.
ქ. ათენში საქართველოს საელჩო კავშირზეა საბერძნეთის ეროვნული ჯანდაცვის ორგანიზაციასთან.
საელჩო მოუწოდებს საბერძნეთის რესპუბლიკაში მცხოვრებ და ტურისტული მიზნებით მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, გაითვალისწინონ საბერძნეთის მთავრობის მიერ გაცემული რეკომენდაციები, რისთვისაც გთხოვთ, იხილოთ შემდეგი ბმული: