ვიზეარი“ 10 მარტიდან 4 აპრილის ჩათვლით იტალიის მიმართულებით ფრენებს წყვეტს

0
1249

უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „ვიზეარი“ 10 მარტიდან 4 აპრილის ჩათვლით იტალიის მიმართულებით ფრენებს წყვეტს. ინფორმაციას უნგრული მედია „ვიზეარის“ ვებგვერდზე დაყრდნობით ავრცელებს.

ავიაკომპანიის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, რომის, ბოლონიის, კატანის, ნეაპოლის, მილანისა და ბარის მიმართულებით ბილეთები 10 მარტიდან 4 აპრილის ჩათვლით პერიოდში არ დაიჯავშნება.

„ვიზეარში“ აცხადებენ, რომ დამატებითი ინფორმაცია სამომავლოდ გამოქვეყნდება.

ვისაც უკვე შეძენილი აქვს ამ პერიოდის ბილეთები დასახელებულ მიმართულებაზე, კომპანია განრიგის ცვლილებას ან გახდილი თანხის დაბრუნებას სთავაზობს.

მოგვიანებით გავრცელდა საქართველოდან იტალიის მიმართულებით ფრენების შემცირების ინფორმაცია.