მიგრაცია მხოლოდ უმუშევრობით არ არის გამოწვეული

0
3802

მიგრაცია ამ ეპოქის დიდი გამოწვევაა და ჩვენ იგი განსაკუთრებით მტკივნეულად გვეხება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში ყოველწლიური გამოსვლის დროს განაცხადა.

მისი თქმით, მიგრაციის გამომწვევი მხოლოდ უმუშევრობა არ არის.

„მიგრაცია არ არის გამოწვეული, როგორც ჩვენ გვგონია, მხოლოდ უმუშევრობით. კარგად ვიცით, რომ ქვეყანაში საკმაოდ მაღალია უმუშევრობის დონე, მაგრამ, ამავე დროს, პროფესიონალების დეფიციტიცაა, პრაქტიკულად ყველა სფეროში. ამ ორი ტენდენციის ერთგვარად დაბალანსება, ანუ პროფესიონალიზმის ამაღლება და საკუთარი ძალების მოზიდვა უნდა იყოს ჩვენი ყოველდღიური ზრუნვის საგანი“, – განაცხადა პრეზიდენტმა,.

მისი თქმით, მიგრაციის ერთ-ერთი მკვებავია აგრესია და სიძულვილი, რაც ახალგაზრდების ქვეყნის დატოვებისკენ უბიძგებს.

„გვჭირდება დიასპორასთან უწყვეტი კავშირი და არა იქ ჩვენი ვიწრო პოლიტიკური დაპირისპირების გადატანა.  ხომ ცხადზე ცხადია, რომ სოციალური მდგომარეობის გარდა, მიგრაციის ერთ-ერთი მკვებავი სწორედ აგრესია, შეურაცხყოფა და სიძულვილია. სწორედ ეს აგრესიაა, რაც ჩვენს ახალგაზრდებს აქედან წასვლისკენ უბიძგებს“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.