artistaday.com-ის 2017 წლის რეიტინგის ლიდერი, ქართველი მხატვარი ლევან სონღულაშვილია

0
2020

2017 წელს, ნიუ იორკში მოღვაწე ქართველი ხელოვანი, ლევან სონღულაშვილი, Artistaday-ს ხელოვანთა რეიტინგში პირველ ადგილზე გავიდა.

Artistaday ათწლიანი ისტორიის მქონე რეიტინგული გვერდია, რომელიც პლანეტის მასშტაბით 3,248 ხელოვანს აერთიანებს და 870-ზე მეტი ქალაქიდან 51 მილიონი უნიკალური ვიზიტორი ჰყავს.

აღსანიშნავია, რომ 2017 წლის 11 ოქტომბერს, ქართველი მხატვრის ნახატი “პორტრეტი” (2016) ნიუ-იორკის სოტბის სააუქციონო სახლში გამოიფინა და გაიყიდა.

ლევან სონღულაშვილი ნიუ-იორკში ცხოვრობს, ნიუ-იორკის ხელოვნების აკადემიის მაგისტრის ხარისხი აქვს მინიჭებული და აქტიურად მოღვაწეობს საერთაშორისო ხელოვნების სამყაროში, როგორც ამერიკაში, ასევე ევროპაში. მისი ნამუშევრები გამოქვეყნებულია “ნიუ-იორკ ტაიმსში”, “გარდიანში”, “შპიგელში” და სხვა; მიღებული აქვს მრავალი ჯილდო, მათ შორის ნიუ-იორკის შტატის ანსამბლეის ჯილდო ხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის.

2017 წელს ლევან სონღულაშვილი აშშ-მ აღიარა ექსტრაორდინარ ხელოვანად და დააჯილდოვა მწვანე ბარათით. მისი ნამუშევრები არაერთ ქვეყანაში, კერძო და საჯარო კოლექციებში, მათ შორის ბრუკლინის მუზეუმში, არის დაცული; მრავალი ჯილდო აქვს მიღებული, მათ შორის, ნიუ-იორკის ასამბლეის ჯილდო – ხელოვნებაში მიღწეული წარმატებისა და შეტანილი წვლილისათვის.

ქართველი ხელოვანი ამჟამად ბერლინში, რეზიდენციაში იმყოფება. 2018 წლის გაზაფხულზე მისი შემოქმედება გამოიფინება ჟენევაში, ბერლინსა და თბილისში. ამჟამად მხატვრის ესკიზები წარმოდგენილია ლონდონის ხელოვნების სამეფო აკადემიაში. on.ge