იტალიაში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი კვლავ გაიზარდა. გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში 610 ადამიანი დაიღუპა. გამოვლენილია ინფიცირების 4204 ახალი შემთხვევა. სულ კი ქვეყნის მასშტაბით ინფიცირებულთა რიცხვი 143 ათასს აღემატება, გარდაცვლილთა ოდენობა კი 18 279-ს შეადგენს.
იტალიაში კორონავირუსისგან განიკურნა 28 470 ადამიანი.