ესპანეთში კორონავირუსით ბოლო ერთ დღეში 619 ადამიანი დაიღუპა

0
676

ესპანეთში კორონავირუსით ბოლო ერთ დღეში 619 ადამიანი დაიღუპა. ეს მაჩვენებლები წინა დღის, 11 აპრილის მონაცემებთან შედარებით 109 შემთხვევით მეტია. ესპანური მედიის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით დაინფიცირების 5 167 შემთხვევა გამოვლინდა.

ესპანეთში კორონავირუსით უკვე 16 972 ადამიანია დაღუპული. „ელ პაისი“ წერს, რომ ქვეყანაში „კოვიდ-19“ დღემდე 166 019 ადამიანს დაუდასტურდა.

12 აპრილის მონაცემებით, ესპანეთის საავადმყოფოებიდან 62 000-ზე მეტი ადამიანი გაეწერა, რომლებმაც კორონავირუსი უკვე დაამარცხეს. ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა, რეგიონის პრეზიდენტებს „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ბრძოლაში, „კოოორდინაციისკენ, გამჭვირვალობისკენ და ერთგულებისკენ“ მოუწოდა.

წყარო; 1tv.ge