საგანგაშო სტატისტიკა კატალონიიდან! ესპანეთი პანდემიის აფეთქების მძლავრი კერა შესაძლოა გახდეს ევროპაში

0
2023

რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება ფიქსირდება ესპანეთის კატალონიის რეგიონში, სადაც ბოლო 24 საათში რეკორდულად მაღალი – 1500-მდე შემთხვევა გამოვლინდა. რეგიონში, სადაც კარანტინი მოქმედებს, აიკრძალა 10 კაცის შეკრება, დაიხურა გასართობი ცენტრები. შეზღუდვები დაწესდა ბარსელონას პლაჟებზეც.

მზარდი სტატისტიკის გამო დიდმა ბრიტანეთის მთვარობამ ესპანეთი უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო და ბრიტანელებს იქ გამგზავრებისგან თავის შეკავება ურჩია. დიდი ბრიტანეთის მსგავსად, ესპანეთში მოგზაურობის საფრთხეზე საკუთარი მოქალაქეები გააფრთხილა საფრანგეთის მთავრობამაც. ესპანეთიდან ჩასულ პირებს 10-დღიანი კარანტინის გავლას მოსთხოვს ნორვეგიის მთავრობა.

ბოლო მონაცემებით ესპანეთის სამეფოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა ვირუსის დაწყებიდან დღემდე 272.421  მიაღწია რაც რამდენიმე ათასით მეტია ვიდრე იტალიაში გამოვლენილი შემთხვევები.