საბერძნეთი თავშესაფრის მაძიებელ მიგრანტებს სამშობლოში დაბრუნების სურვილის შემთხვევაში 2 ათას ევროს გადაუხდის. ამის შესახებ საბერძნეთის მიგრაციის და თავშესაფრის საინფორმაციო ცენტრი აცხადებს. პროგრამა რომელიც მიგრანტებს სამშობლოში დაბრუნებაში დაეხმარება, პროექტ AVRR ფარგლებში IOM ოფისებთან ერთად ხორციელდება . აღნიშნული პროგრამის ფარგლებში საქართველოს არაერთმა მოქალაქემ წარსულშიც ისარგბელა და სამშობლოში დაბრუნდა.
AVRR პროცედურა ასევე მოიცავს ინფორმაციის მიწოდებას და წინასწარ გამგზავრებამდე საკონსულტაციო სესიებს, ყველა საჭირო დოკუმენტის (მაგ. სამგზავრო დოკუმენტების) მისაღებად დახმარებას, ავიაბილეთებს და აეროპორტში დახმარების პირებს და ა.შ.
განცხადებაში აღნიშნულია რომ განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ბენეფიციარების განაცხადებს სამოსის, ლესვოს, კოსისა და ჩიოს კუნძულებიდან, ხოლო თავად განაცხადების მიღება იწარმოებს 27 აგვისტომდე და შესაძლოა გახანგრძლივდეს 30 დღით.