საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია ჩავიდეს თურქეთში კარანტინის გარეშე, – ამის შესახებ საქართველოში თურქეთის ელჩმა ფატმა სერენ იაზგინმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში ზომები დროულად მიიღეს, ცხადია ამას აქვს ეკონომიკური და სოციალური შედეგი.
„თუ შეადარებთ საქართველოში არსებულ მდგომარეობას, არამხოლოდ რეგიონს, არამედ მსოფლიოში არსებულ ვითარებას, ნახავთ, რომ ძალიან კარგად მოქმედებს. საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია ჩავიდეს თურქეთში კარანტინის გარეშე. არის ზოგიერთი ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ სამკურნალოდ მიდის თურქეთში და მერე აღმოვაჩენთ რომ ეს ასე არაა. ეს ძალიან მცირე ნაწილია. ასე რომ ყველა ქართველს რომელთაც სამედიცინო მომსახურების მიღება სურთ, დაუბრკოლებლად შეუძლიათ თურქეთში ჩასვლა“, – აღნიშნა თურქმა დიპლომატმა.