ესპანეთსა და საბერძნეთში პანდემიური მდგომარეობა უარესდება – რა გეგმას განიხილავენ მთავრობებში

0
2207

ესპანეთსა და საბერძნეთში პანდემიური მდგომარეობა უარესდება და ექსპერტები და ხელისუფლებები გამოსავალს ეძებენ .ესპანეთში „კოვიდ-19“-ის 1 229 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფრომაციას „გარდიანი“ ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„გარდიანი“  წერს, რომ მკაცრი კარანტინის რეჟიმის გაუქმების შემდეგ, ეს ქვეყნისთვის ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ესპანეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინფიცირების 285 430 შემთხვევაა გამოვლენილი, ლეტალური შემთხვევების რიცხვი კი 30 000-ს უახლოვდება.

რაც შეეხება საბერძნეთს , ბერძენი ექსპერტების მიხედვით 30 ივლისის შემაჯამებელი მონაცემები კიდევ უფრო შემაშფოთებელია, რადგან გასული ორი დღის მანძილზე ფიქსირდებოდა 52 და 57 შემთხვევა, ხოლო დღეს ეს რიცხვი 65-ს უდრის. ამრიგად, საბერძნეთში დღეს ვირუსით ინფიცირების 65 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი, როდესაც ეს მაჩვენებელი ორი თვის წინ უმეტესად 10-ს არ სდებოდა ხოლმე.

ქვეყანაში, საერთო ჯამში, ვირუსით დაავადების 4401 ფაქტია გამოვლენილი, ამჟამად რეანიმაციაში მხოლოდ 7 პაციენტია მოთავსებული. კორონავირუსს საბერძნეთში სულ 203 ადამიანი ემსხვერპლა.

ახალი ინფორმაციაა ის, რომ ინფიცირებულები, რომლებიც ახლა ფიქსირდებიან, არიან გაცილებით ახალგაზრდები, ანუ კორონავირუსმა თავი იჩინა პატარა ასაკის ადამიანებში და მხოლოდ ივლისის თვეში ის 66 ბავშვს დაუდასტურდა.