იტალიის სენატმა ქვეყნის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, მატეო სალვინის წინააღმდეგ ახალი ბრალის წარდგენის ნებართვას მხარი დაუჭირა, რადგან მან გასული წლის აგვისტოში მიგრანტების გემი იტალიაში არ მიიღო.
მაშინ 100-ზე მეტი მიგრანტი 19 დღის განმავლობაში იმყოფებოდა ესპანელების სამაშველო გემზე იტალიის კუნძულ ლამპედუზასთან. სენატმა სალვინისთვის საპარლამენტო იმუნიტეტის მოხსნას 149 ხმით დაუჭირა მხარი 141-ის წინააღმდეგ, რაც სამართლებრივი დევნისთვის გზას ხსნის.
სალვინი აცხადებს, რომ არალეგალური მიგრაციის აღკვეთა იმ პერიოდში სამთავრობო პოლიტიკის ნაწილი იყო.„იტალიის დაცვა დანაშაული არ არის. მე ამით ვამაყობ და იმავეს ვიზამდი“, – აღნიშნა მატეო სალვინიმ.
სიცილიელი პროკურორები სალვინის უკანონო დაკავებაში ადანაშაულებენ, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სალვინის მსგავს საქმეში უკვე ედება ბრალი და სასამართლოს წინაშე წარსდგება.
წყარო: https://www.bbc.com