ემიგრანტები ტურ-ოპერატორებს და ავიაკომპანიებს დაუდასტურებელ და არ შესრულებულ ფრენებზე გაყიდულ ბილეთებთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის აღებას სთხოვენ და თავს მათგან მოტყუებულად მიიჩნევენ. როგორც მიმდინარე წლის აგვისტოში საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომაც განაცხადა საქართველოს მოქალაქეებმა თავი უნდა შეიკავონ და არ შეიძინონ დაუდასტურებელ მიმართულებებზე სამგზავრო ბილეთები , ვინაიდა ეს დაკავშირებულია არა მხოლოდ მოსალოდნელ და შესაძლო ფინანსურ ზარალთან არამედ შეუსრულებელ დაპირებებთანაც, რაზეც სამგზავრო კომპანიების და ტურ ოპერატორების უმრავლესობას გაურკვეველი პასუხი აქვთ.
მაგალითად კომპანია SkyUp Airlines-ის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით სექტემბრიდან გაუქმებული რეისების ავიაბილეთების საფასურის დაბრუნებას მყიდველებისთვის სპეციალური ავტომატური დაბრუნების სისტემის გაშვებით გეგმავენ. დანარჩენი კომპანიების უმრავლესობა კი ამ ეტაპზე რა მექანიზმს შეიმუშავებს გადახდილი თანხების უკან დასაბრუნებლად უცნობია .
ამჟამად საქართველოს მიმართულებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადების შესაბამისად, 2020 წლის სექტემბერში ჩარტერულ ფრენებს ავიაკომპანიები შემდეგი დადასტურებული განრიგით შეასრულებენ:
• 3 სექტემბერი, ავიაკომპანია Belavia, თბილისი – მინსკი (გაფრენა – 03:45 ჩაფრენა – 05:45);
• 3 სექტემბერი, ავიაკომპანია YanAir Airlines, თბილისი – კიევი (გაფრენა – 10:00 ჩაფრენა – 12:00);
• 5 სექტემბერი, ავიაკომპანია Turkish Airlines, თბილისი-სტამბოლი (გაფრენა – 03:55 ჩაფრენა – 05:30);
• 6 სექტემბერი, ავიაკომპანია Pegasus Airlines, თბილისი – სტამბოლი (გაფრენა – 03:50 ჩაფრენა – 05:20);
• 9 სექტემბერი, ავიაკომპანია Skyup Airlines, თბილისი – კიევი (გაფრენა – 08:45 ჩაფრენა – 10:45);
• 12 სექტემბერი, ავიაკომპანია Turkish Airlines, თბილისი-სტამბოლი (გაფრენა – 03:55 ჩაფრენა – 05:30);
• 13 სექტემბერი, ავიაკომპანია Pegasus Airlines, თბილისი-სტამბოლი (გაფრენა – 03:50 ჩაფრენა – 05:20);
• 15 სექტემბერი, ავიაკომპანია Skyup Airlines, თბილისი – კიევი (გაფრენა – 08:45 ჩაფრენა – 10:45);
• 19 სექტემბერი, ავიაკომპანია Turkish Airlines, თბილისი-სტამბოლი (გაფრენა – 03:55 ჩაფრენა – 05:30);
• 20 სექტემბერი, ავიაკომპანია Pegasus Airlines, თბილისი-სტამბოლი (გაფრენა – 03:50 ჩაფრენა – 05:20);
• 23 სექტემბერი, ავიაკომპანია Skyup Airlines, თბილისი – კიევი (გაფრენა – 08:45 ჩაფრენა – 10:45);
• 26 სექტემბერი, ავიაკომპანია Turkish Airlines, თბილისი-სტამბოლი (გაფრენა – 03:55 ჩაფრენა – 05:30);
• 27 სექტემბერი, ავიაკომპანია Pegasus Airlines, თბილისი-სტამბოლი (გაფრენა – 03:50 ჩაფრენა – 05:20);
• 30 სექტემბერი, ავიაკომპანია Skyup Airlines, თბილისი – კიევი (გაფრენა – 08:45 ჩაფრენა – 10:45).
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიებს აღნიშნული მიმართულებებით ჩარტერული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვები უკვე მიენიჭათ.
სექტემბერში დანიშნული რეგულარული და ჩარტერული რეისების განრიგი შეგიძლიათ ასევე იხილოთ განახლებად რეჟიმში მოცემულ ბმულზე: http://www.gcaa.ge/geo/tbilisiout.php