დაძაბულობა და თურქული თვითმფრინავები საბერძნეთი-თურქეთის საზღვარზე

0
2116

საგარეო საქმეთა სამინისტრო ცალსახად გმობს კასტელორიზოში ბერძნული დროშის გუშინდელ შეურაცყოფას.

“ასეთი მოულოდნელი ქმედებები მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის ესკალაციის პერსპექტივების გაღრმავებას ჩვენ ველით, რომ თურქეთის ხელისუფლებამ დაუყონებლივ უნდა დაგმოს და გამოიძიოს მომხდარი, რათა დამნაშავეები წარსდგნენ სამართლიანობის წინაშე.”

თურქული მედიის ცნობით, კასტელორიზოში პროვოკაციის უკან დგას თურქი ნაციონალები.

თურქული არხის KARAR TV-ის ცნობით, რომელმაც დრონის კადრებიც გამოაქვეყნა, დამნაშაეებმა 100 კილო წითელი საღებავით დასვარეს საბერძნეთის დროშა, რომელიც კუნძულის მარჯვენა მხარეს არის მოთავსებული.

კონკრეტულ მოხსენებაში ნათქვამია, რომ სალონიკში გამართულ დემონსტრაციებზე თურქეთის დროშის დაწვის შემდეგ, თურქეთის მოქალაქეთა ჯგუფა, კუნძულ კასტელორიზოში ბერძნული უზარმაზარი დროშა წითლად შეღებეს. სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, შაბათს, 26 სექტემბერს, დილის ჩატარებულ ოპერაციაში გამოიყენეს 100 კილო საღებავი. ეს ყველაფერი სავარაუდოდ დილის 09.00 საათამდე გაგრძელგა, გამოიყენეს თვითმფინავები, თუმცა ბერძენმა ჯარისკაცებმა ვერაფერი შენიშნეს.

ავტორი: ლიკა დანელია