უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ევროპაში თავშესაფრის მისაღებად ჩასულ ლტოლვილებს „მუსლიმი დამპყრობლები“ უწოდა და განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მომავალში მიგრანტებს არ მიიღებს.
ვიქტორ ორბანი მიიჩნევს, რომ მუსლიმთა ნაკადი სახელმწიფოში „პარალელურ საზოგადოების“ შექმნას გამოიწვევს.
პრემიერი ევროპულ ქვეყნებს მოუწოდებს პატივი სცენ უნგრეთს. ორბანი აღნიშნავს, რომ მრავალი ადანაშაულებს ბუდაპეშტს, ევროკავშირის ფონდიდან თანხას მიღებისა და სანაცვლოდ, მიგრანტების მიღებაზე უარის გამო.
პრემიერი განმარტავს, რომ ეს ორი საკითხი ერთმანეთთან კავშირში არაა.
გასული წლის მიწურულს ევროკომისიამ ევროკავშირის სასამართლოში უნგრეთის, პოლიეთისა და ჩეხეთის წინააღმდეგ სარჩელი წარადგინა, რადგან აღნიშნული ქვეყნები მიგრანტების რელოკაციისპროგრამის ფარგლებში, დევნილების მიღებაზე უარს აცხადებენ.