რამეთუ ღმერთი სიყუარულისაჲ არს. 9. ამით გამოცხადნა სიყუარული ღმრთისაჲ ჩუენ შორის, რამეთუ ძე თჳსი მხოლოდ შობილი მოავლინა ღმერთმან სოფლად, რაჲთა ვცხონდეთ მის მიერ.“( I ინ. IV, 8-9)
ქრისტეშობის დღესასწაული ტრადიციულ ქრისტიანულ საზოგადოებაში ინარჩუნებს განსაკუთრებულობას. ეს დღესასწაული ასხივებს ნათელს,სიმშვიდეს, სიყვარულს და იმედს. იმ გზით, რომლითაც იდღესასწაულება ეს დღესასწაული ჩვენ სეკულარულ სამყაროში, ხშირად იცვლება ქრისტეშობის ღრმა მნიშვნელობა.დღესასწაულის შინაარსი იკარგება მრევალფეროვან მოსართავებში.სამომხმარებლო ისტერია და სულიერი გულგრილობა ამცირებს რელიგიულ ინტერესს.პატივმოყვარეობის და ფუფუნების წარმოჩენა ამახინჯებს ამ დღესასწაულის სილამაზის უბრალოებას და უწყინარობას.საუბარი არ ეხება გარეშე ფაქტორებს. ეს სახეცვლილებები ხორციელდება ჩვენ ცნობიერებაში.
ეს ცვლილება აისახება ქრისტეშობის დღესასწაულში უცხო პიროვნების შემოსვლითაც,რომელსაც „სანტა-კლაუსს“ (თოვლის ბაბუა) ვუწოდებთ. იგი წარმოჩნდება როგორც ერთი ჩასუქებული მოხუცი კაცი წითელი სამოსით, რომელიც მოდის ჩრდილოეთიდან და არიგებს საჩუქრებს. ერთგვარი მითი,რომელიც ხიბლავს დიდებსაც და პატარებსაც. სინამდვილეში ეს არის საშინელი სახეცვლილება მსოფლიო მოძღვრის და კესარიის მთავარეპისკოპოსის ბასილი დიდისა, რომელმაც თავისი ცხოვრება მიუძღვნა ქრისტეს სახარების ქადაგებას და ადამიანთათვის ტკივილის შემსუბუქებას სიყვარულით.
ეკლესია შეუპოვრად ცდილობს,რომ გამოამჟღავნოს დღესასწაულის ძირითადი მნიშვნელობა: „ღმერთი სიყვარული არს“. ღვთის სიყვარული ჩვენთვის ამგვარად გამოჩნდა:ღმერთმა თავისი მხოლოდშობილი ძე გამოგზავნა დედამიწაზე იმისთვის რომ ცხოვრება გუაქვნდეს მისი მეშვეობით, მისი ჭეშმმაარიტების, ძალის და მადლის განცდით. „ღმერთი გამოჩნდა ხორცითა“ (I ტიმ. III:16). სწორედ ეს წაროადგენს ქრისტიანული რწმენის მთავარ განსხვავებას სხვა ყოველგვარი იდეოლოგიისგან, თუ რელიგიური სისტემისგან. ხაზგასმა იმაზე რომ ღმერთი სიყვარულია აცხადებს, რომ შემოქმედი და უფალი ქვეყნიერებისა არ არის უპიროვნო (απρόσωπη) უმაღლესი ენერგია, სიბრძნე, ძალა, რომელსაც ადამიანი შეიძლება რომ შეეხოს ინტელექტულაური მოქმედებების მეშვეობით. ღმერთი არის პიროვნება, რომელიც თავის სიყვარულს ამჟღავნებს ადამიანთა მოდგმასთან განსაკუთრებული კავშირით.
სიტყვა(Λόγος), ძე ღმერთი,რომელმაც ადამიანური ბუნება შეიმოსა, „ხორციელიქმნა“.დღესაწაულის ერთადერთ მნიშვნელობას შესანიშნავად გამოთქვამს წმ. ათანასე დიდი: „სიტყვა ღვთისა გახდა ადამიანი,რათა გაუძღვეს ადამიანებს განღმრთობისაკენ“. ქრისტეს შობა ჰგავს სიყვარულის ვაქცინას,რომელიც საიდუმლოდ მოქმედებს კაცობრიობის სხეულში. სიყვარული იზიდავს საერთო პატივისცემას და აღფრთოვანებას და მიიჩნევა საკაცობრიო ღირებულებად.
ყოველი მორწმუნე ამ დღესასწაულის პერიოდში მოწოდებულია შინაგანი განახლებისკენ. მოწოდებულია, რომ გააცნობიეროს ღრმა მნიშვნელობა იესო ქრისტეს მოსვლისა კაცობრიობის ისტორიაში. სწორედ ეს ფაქტი წარმადგენს ქრისტიანული გამოცხადების საფუძელს, რომელიც ასაზრდოვებს სხვა ყველა ქრისტიანულ ღირებულებას.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია,რომ თავდაპირველად ღმერთმა გამოამჟღავნა სიყვარული ადამიანთა მიმართ: „და ესე არს სიყუარული, არა რამეთუ ჩუენ შევიყუარეთ ღმერთი, არამედ რამეთუ მან ჩუენ შემიყუარნა და მოავლინა ძე თჳსი მლხინებელად ცოდვათა ჩუენთა“. ( I ინ. IV,10).სიყვარულის ამ წყაროდან ჩქეფს მოვალეობა ჩვენი სიყვარულისა:„ საყუარელნო, უკუეთუ ღმერთმან ესრეთ შემიყუარნა, ჩუენცა თანა–გუაც ურთიერთას სიყუარული“(I ინ. IV,11). ღმერთს ყველა უყვარს მიუხედვად იმისა ვინმე ამ სიყვარულის ღირსია თუ არა, ან პასუხობს თუ არა ამ სიყვარულს.ღმერთი ასხივებს სიყვარულს და სწორედ ამ უმაღლესი სიყვარულისკენ მოუწოდებს ყველა მის მიმდევარს.
* * *
აღსანისნავია, რომ არსებობს კიდევ ერთი სახეცვლილება,რომელიც აზიანებს სიყვარულის მნიშვნელობას. ეს არაჩვეულებრვი სიტყვა (αγάπη/ სიყვარული)გამოიყენება სხვადასხვა მნიშვნელობით, რომლებიც ცვლიან მის ძირითად აზრს. ეს ცვლილება ვრცელდება, ჩვენი ეპოქის სხვადასხვა ხელოვნების სახეობებზე, ისე რომ შეიძლება ვინმემ იკითხოს: სად არის სიყვარული, ნუთუ ის დაიკარგა ეროტიულობაში? ან კიდევ სად არის ჭეშმარიტი სიყვარული ნუთუ ის დაიკარგა საშინელ ვნებებში?
ეკლესია, როგორც „ქრისტეს სხეული“ აგრძელებს მტკიცედ წარმოაჩინოს სიყვარულის მნიშვნელობა, რომელიც თვით ქრისტემ გააცხადა საკუთარი შობით,ცხოვრებით და სწავლებით.სიყვარული გადაჯაჭვულია ნებაყოფლობით თავმდაბლობასთან. მხსნელი ქვეყნიერებას მოევლინა, როგორც უმანკო ჩვილი. საუბარია, ღმერთის სიყვარულის გამოუთქმელ და გონებისთვის მიუწვდომელ საოცარ მოქმედებასთან, რომელიც ადამიანის აღქმადი სამყაროსათვის გაუცნობიერებელია.
სიყავარული არის ეგოიზმიდან გათავისუფელის საშუალება.სიყვარული განსაზღვრავს ადამიანურ ქცევას მის ყოველ გამოვლინებაში. სიყვარული სულგრძელია და კეთილმოწყალე,სიყვარულს არ შურს, არ ქედმაღლობს, არ ზვაობს, არ უკეთურობს, არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ იზრახავს ბოროტს,არ შეჰხარის უსამართლობას,არამედ ჭეშმარიტებით ხარობს (იხ. Iკორ. XIII თავი). სიყვარული არ შემოიფარგლება არავითარი საზღვრებით, სქესით, სოციალური მდგომარეობით დაპოლიტიკით.
სიხარბის და უსამართლობის ეპიდემია ტანჯავს სეკულარულ საზოგადოებებს. ძალადობა და შური, ჩვენს ეპოქაში მძაფრად ვლინდება რელიგიური ნიშნით.ქრისტიანი მორწმუნეების პასუხი ამ ყველაფერზე არის სიყვარულის განცდა და გაზიარება,თავმდაბლობით და თავგანწირულობით. არცერთ სოციალურ ინსტიტუტს არ შეუძლია შეცვალოს ეკლესია ამ საქმეში.ეკლესია არის მარადიული სიყვარულის სამჭედლო, რომლის თავიც არის ქრისტე, რომელიც წარმოადგენს ხორცშესხმულ საღვთო სიყვარულს. ეკლესია ქადაგებს, რომ „ღმერთი სიყვარული არს“ (I ინ. IV,16) და იმისთვის რომ ჭეშმარიტად ვიცხოვროთ ამისთვის არსებობს მხოლოდ ერთი გზა -განვიცადოთ სიყვარული, როგორც ეს განიცადა უამრავმა წმინდანმა ყველა ეპოქაში. მხოლოდ ამგვარად შეგვიძლია ვიცხოვროთ ჭეშმარიტი სიცოცხლით და გვქონდეს კავშირი ღმერთთან: „ღმერთი სიყუარული არს და რომელი ეგოს სიყუარულსა ზედა, ღმერთი მის თანა ჰგიეს და იგი ღმრთისა თანა.“(I ინ. IV,16).
ქრისტეშობის დღესასწაული განაცხადებს სიყვარულის სიდიადეს. მოდით შევეგებოთ ღვთის ამ უდიდეს საჩუქარს გულისხმიერებით, ლოცვით და მადლიერებით. გისურვებთ ბედნიერ ქრისტეშობას, გულწრფელ სიყვარულს, როგორც ეს განგვიცხადა მხსნელმა და უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ,თავმდაბლობით სავსე სიყვარულს,მშვიდობას და თანაგრძნობას.