სპანეთის ქალაქ ბარსელონაში მოღვაწე მოკრივე, ქვემო სვანეთის სოფელ ბაბილის მკვიდრი, ირაკლი ქურასბედიანი, დღეს საფრანგეთის ქალაქ ბეზიერში მედიტერანეს ქამარზე გამართავს ბრძოლას. ბრძოლა საფრანგეთის დროით 11 საათზე გაიმართება. ირაკლი ქურასბედიანს მოყვარულ მოკრივეებს შორის მოგებული აქვს ესპანეთის თასი, მეგობრობის საერთაშორისო ტურნირი და რამოდენიმეჯერ კატალონიის რეგიონის ტურნირი. წყარო:https://newsmedia.ge/
აშშ-ში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ქართველის სიცოცხლე ემსხვერპლა. ნიუ ჯერსის შტატში ახალგაზრდებს სატვირთო ავტომობილით ტვირთი გადაჰქონდათ, რა დროსაც, ავტომობილი გადაყირავდა. ავარიისას სატვირთოში სამი მამაკაცი იჯდა, რომელთაგან ორი ადგილზე დაიღუპა, ხოლო ერთი დაშავდა. როგორც პირველ არხს ავარიისას დაშავებული მამაკაცის ახლობლებმა განუცხადეს, ამჟამად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ერთ-ერთი დაღუპული თბილისიდანაა, ერთი კი ქუთაისიდან. მომხდარი ფაქტი...
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ზვიად კვაჭანტირაძემ და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმააზერბაიჯანის ქართული ისტორიული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს. სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც კომიტეტების თავმჯდომარეებთან ერთად, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე სალომე ზურაბიშვილი, კომიტეტის წევრი, მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი თამაზ ნავერიანი და პარლამენტის წევრი სიმონ ნოზაძე ესწრებოდნენ, მხარეებმა აზერბაიჯანის ქართული ისტორიული დიასპორის პრობლემატიკა განიხილეს. საუბარი ქალაქ...
ევროკომისიის პრესსპიკერმა ჟან-კლოდ იუნკერის თბილისში ვიზიტის ამსახველ ფოტოები გამოაქვეყნა. Twitter-ის გვერდზე ნათქვამია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა ევროკომისიის პრეზიდენტს გულითადი დახვედრა მოუწყვეს. ხვალ ჟან-კლოდ იუნკერი გაფართოების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან ერთად საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას. https://twitter.com/MargSchinas/status/1000023006599630848 1tv.ge
თბილისში დასაქმების მორიგი ფორუმი მიმდინარეობს. 60-ზე მეტი კომპანია დღეს სამუშაოს მაძიებლებს 1000-მდე სხვადასხვა სახის ვაკანსიას შესთავაზებს. ფორუმის ორგანიზატორი სოციალური მომსახურების სააგენტოა. კომპანიები დაინტერესებულ პირებს შესთავაზებენ ვაკანსიებს მომსახურების, საბანკო, სავაჭრო, სამრეწველო, საფინანსო და სხვა სფეროებში. წელს ეს მე-14 ფორუმია. როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოში აცხადებენ ამ ღონისძიებებს კონკრეტული შედეგები უკვე მოჰყვა. მხოლოდ წელს...
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა კვიპროსის რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრს კოსტა კადისს უმასპინძლა. მინისტრებმა ორი ქვეყნის განათლებისა და მეცნიერების სფეროში მიმდინარე მოვლენებზე ინფორმაცია გაცვალეს და მომავალ თანამშრომლობაზე მემორანდუმი გააფორმეს. მემორანდუმის თანახმად, სწავლის აკადემიური პროგრამების ხელმისაწვდომობის მიზნით, მხარეები ხელს შეუწყობენ აკადემიური კვალიფიკაციის ორმხრივ აღიარებას ორი ქვეყნის უმაღლესი განათლების...
ათენის ქართული სახლი 15 აპრილს დედაენის დღესთან დაკავშირებით აწყობს დაუვიწყარ საქველმოქმედო საღამოს, "ქართველი ემიგრანტი პოეტების ფესტივალი"საღამოს სტუმრები იქნებიან სხვადასხვა ქვეყნებში გაბნეული ჩვენი გამორჩეული პოეტი ქალბატონები და ბატონები. პროექტი დაგეგმილია" ათენის ქართული სახლის"მიერ და შემდგომშიც გაგრძელდება. ყოველწლიურად დედაენის დღეზე მონაწილეობს მიიღებს ხუთი გამორჩეული პოეტი ქალბატონები და ბატონები. ამჯერად ჩვენი სტუმრები...
 "...იმდენად მომწონდა ბაღი, ეზოში ხშირად ჩამოვდიოდი და ულამაზესი ყვავილების მზერით ვტკბებოდი. მეზობლად იტალიელი ოჯახი ცხოვრობს და ოჯახის დიასახლისი სარეცხს რომ ჰფენდა, სულ ჩემი ეზოსკენ იხედებოდა. შემდეგ თვითონაც უამრავი ქოთნის ყვავილები შეიძინა და მანქანით მოზიდა"... - ამბობს ქართველი ქალბატონი ელინა დოქერთი, რომელსაც ინგლისში ულამაზესი ბაღი აქვს.იგი თავად გვიამბობს, როგორ მოახერხა...
ქ. ვენა - ​მიმდინარე წლის 8 დეკემბერს, ეუთო-ს 24-ე მინისტრთა საბჭოს ფარგლებში, ეუთო-ში საქართველოს მეგობარი ქვეყნების (აშშ, დიდი ბრიტანეთი, კანადა, რუმინეთი, პოლონეთი, ლიტვა, შვედეთი, ჩეხეთი, ლატვია და ესტონეთი) მიერ გაკეთდა ერთობლივი განცხადება საქართველოსთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ მსგავსი განცხადება ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში უკვე მეორეჯერ კეთდება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ. განცხადებაში...
ინტერპოლმა საერთაშორისო ძებნილთა სიას საქართველოს ორი მოქალაქე - გიორგი ალიევი და გრიგოლ ბერიკაშვილი დაამატა. ორივე მათგანს ინტერპოლი ყვითელი ცირკულარით, ანუ უგზოუკვლოდ დაკარგულის სტატუსით ეძებს. გიორგი ალიევი 21 წლის გახლავთ. ინტეროპოლის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ის რუსთავის მკვიდრია. რაც შეეხება გრიგოლ ბერიკაშვილს, ის გასული წლის ივლისში 55 წლის ასაკში საბერძნეთში გაუჩინარდა. წყარო...