15 აპრილს ათენში ბაიარ შაჰინი ჩამოვა

0
1436

ათენის ქართული სახლი 15 აპრილს დედაენის დღესთან დაკავშირებით აწყობს დაუვიწყარ საქველმოქმედო საღამოს, “ქართველი ემიგრანტი პოეტების ფესტივალი”საღამოს სტუმრები იქნებიან სხვადასხვა ქვეყნებში გაბნეული ჩვენი გამორჩეული პოეტი ქალბატონები და ბატონები. პროექტი დაგეგმილია” ათენის ქართული სახლის”მიერ და შემდგომშიც გაგრძელდება. ყოველწლიურად დედაენის დღეზე მონაწილეობს მიიღებს ხუთი გამორჩეული პოეტი ქალბატონები და ბატონები. ამჯერად ჩვენი სტუმრები იქნებიან. ხათუნა შავგულიძე რამდენიმე სიგელის,ჯილდოს მფლობელი, არაერთი წიგნის ავტორი და პრეზენდატორი. (ინგლისი). საიდ მულიანი, “იმედის გმირი” ფერეიდანელი ქართველი.რომელსაც მეორე” გოგებაშვილს “ეძახიან (ფერეიდანი). ჯიმშერ ბედიანაშვილი ოქროს კალმის მფლობელი და რამდენიმე წიგნის ავტორი(გერმანია). ირმა შიოლაშვილი რამდენიმე წიგნის ავტორი,” წარმატებული ქალის ჯილდოს მფლობელი.”ზურაბ პაპიაშვილი(ჰერეთი) ასევე სიგელებისა და ჯილდოს მფლობელი. ნინო სპანდერაშვილი (სომხეთი) დიასპორის ჯილდოს მფლობელი. ქეთი კრებსელი რამდენიმე პრიზის მფლობელი( შვეიცარია ) ათენის ემიგრანტი პოეტი ქალბატონებიდან მონაწილეობას მიიღებენ ამჯერად: ზაირა კეღოშვილი ნანა მეტრეველი და მარინა ყიფიანი
საღამოს დაამშვენებს თურქეთში მცხოვრები ქართველი პოპულარული მომღერალი, ყველასათვის საყვარელი და ცნობილი,ისტორიული ემიგრაციის წარმომადგენელი. ბაიარ შაჰინი. (თურქეთი)