თბილისში დასაქმების მორიგი ფორუმი მიმდინარეობს. 60-ზე მეტი კომპანია დღეს სამუშაოს მაძიებლებს 1000-მდე სხვადასხვა სახის ვაკანსიას შესთავაზებს.
ფორუმის ორგანიზატორი სოციალური მომსახურების სააგენტოა. კომპანიები დაინტერესებულ პირებს შესთავაზებენ ვაკანსიებს მომსახურების, საბანკო, სავაჭრო, სამრეწველო, საფინანსო და სხვა სფეროებში.
წელს ეს მე-14 ფორუმია. როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოში აცხადებენ ამ ღონისძიებებს კონკრეტული შედეგები უკვე მოჰყვა. მხოლოდ წელს დასაქმების ფორუმების მეშვეობით 700-ზე მეტი ადამიანი დასაქმდა.
მათი საშუალო ხელფასი 500 ლარს აღემატება.
2017 წელს სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით ქვეყნის მასშტაბით 12 დასაქმების ფორუმი და 1 დასაქმების ფესტივალი ჩატარდა. წყარო იმედი ტვ.