სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის არაერთი მოქალაქე არაკეთილსინდისიერად იყენებს იმ უდიდეს მიღწევას, რასაც შენგენის სივრცეში საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ჰქვია, – ასე ეხმაურება საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გერმანიიდან საქართველოს 19 მოქალაქის გამობრუნებას, რომლებმაც სასაზღვრო კონტროლი ვერ გაიარეს.
მინისტრის ვარაუდით, მათ მესაზღვრეები ვერ დაარწმუნეს იმაში, რომ შენგენის სივრცეში შეღწევას კეთილი მიზნებისთვის...
საბერძნეთში სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ათენში, ონკოლოგიურ კლინიკას „ელპიდა“ ეწვია და პირველი, ქართველი მოზარდი მოინახულა, რომელიც ცენტრში უფასო მკურნალობას გადის.<br>
საქართველოს პრეზიდენტმა ქართველ გოგონას, რომელსაც ამჟამად წინასაოპერაციო მომზადება უტარდება, სწრაფად გამოჯანმრთელება უსურვა. პრეზიდენტს მხარდაჭერისა და სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა ონკოლოგიური ცენტრის მფლობელმა მარინა ვარდინოაინმა, რომელმაც გიორგი მარგველაშვილს სოლიდარობის...
იტალიის ქალაქ ნატურნოში მატარებელი საქართველოს მოქალაქეს დაეჯახა. 1983 წელს დაბადებული მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა.
როგორც იტალიური სააგენტოები წერენ, მამაკაცი ღამით ლიანდაგებზე მიდიოდა. მემანქანემ ის გვიან შენიშნა და დამუხრუჭება ვერ მოასწრო. იტალიელმა სამართალდამცველებმა თვითმკვლელობის ვერსია გამორიცხეს.
როგორც იტალიაში საქართველოს საკონსულოში აცხადებენ, მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით საკონსულოში შეტყობინება შესულია. საკონსულო კონტაქტზეა ადგილობრივ პოლიციასთან და ოჯახის...
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის ფარგლებში სამშობლოში დაბრუნებულ არალეგალ მიგრანტთა რიცხვი იზრდება. ამიტომ სამინისტრო საქართველოში გამოძევებულ მოქალაქეებს სპეციალურ პროგრამაში ჩართვას სთავაზობს. ინფორმაციას სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
კერძოდ, 2015 წელს რეადმისირებულია 1 265 მოქალაქე, 2016 წელს - 1 600, ხოლო 2017 წელს...
ევროკავშირსა და საქართველოს შორის უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხი შესაძლოა უახლოეს მომავალში დღის წესრიგში დადგეს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ საქართველოდან ევროკავშირში თავშესაფრის მომთხოვნთა რიცხვის ზრდის ტენდენცია არ შეიცვლება. ხვალ ევროკომისიის ექსპერტთა ჯგუფი ევროპულ საბჭოს შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით მოხსენებას წარუდგენს. სწორედ ამ მოხსენებაში გამოთქვამს უკმაყოფილებას ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა იმის გამო, რომ საქართველოდან...
იტალიის ქალაქ ბარიში ქართველების კუთვნილი ფულადი გზავნილების ოფისი ქართველებმა დააყაჩაღეს. შემთხვევა პირველ აპრილს მოროს მოედანზე, ადგილობრივი დროით 17:30 საათზე მოხდა. ამის შესახებ 1tv წერს.
როგორც კომპანია „ინტელ ექსპრესის“ მესაკუთრემ განაცხადა, ფულადი გზავნილების ოფისს შეუნიღბავი პირები, ქართველები დაესხნენ თავს.
როგორც მან აღნიშნა, შემთხვევის ადგილზე, ოფისის თანამშრომლებმა თავდამსხმელებს წინააღმდეგობა გაუწიეს, თუმცა ორმა თავდამსხმელმა...
ევროკომისიას, ისტორიაში პირველად, ქართველი თანამშრომელი ყავს - პოლიტიკის ოფიცერი 28 წლის თეონა ლავრელაშვილი დასავლეთ ბალკანეთის და თურქეთის საკითხებს კურირებს. მისი ყოველდღიური ცხოვრება ძალიან დატვირთულია, ბევრს მუშაობს, დიდი პასუხისმგებლობა აკისრია, ხშირად იღლება კიდეც, თუმცა არასდროს ნებდება.
ევროკომისიამდე მისასვლელი გზა არც მოკლე ყოფილა და არც იოლი - ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც ბელგიაში,...
უკრაინაში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. შემთხვევა სუმის ოლქში მოხდა. შელაპარაკება ერთ-ერთ კაფეში დაიწყო და ქუჩაში გადაინაცვლა.
25 წლის კაცმა ცივი იარაღით საქართველოს 27 წლის მოქალაქე სასიკვდილოდ დაჭრა. შემთხვევის დროს დაშავდა კიდევ ერთი პირი, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
ბრალდებულმა ადგილიდან მიმალვა შეძლო. მოგვიანებით ის სამართალდამცველებმა...
აშშ-ში ქართველი კანდიდატი აირჩიეს
აშშ-ში, ნიუ იორკში ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კონვენციის წევრი ქვეყნების მე-20 შეხვედრაზე გამართულ არჩევნებში, საქართველოს კანდიდატი, დოქტორი ლია ნადარაია, 2019-2022 წლების ვადით, ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის წევრად აირჩიეს.
საქართველოსთან ერთად, კომიტეტში არსებულ 12 ვაკანტურ ადგილზე წარდგენილი იყო 16 ქვეყნის კანდიდატი.
არჩევნების შედეგად, კომიტეტის წევრებად არჩეულ...
იუსტიციის სამინისტრო ახალი სერვისის – უვიზო მიმოსვლის დღეების გამომთვლელი მობილური აპლიკაციის Schengen/EU App-ის პრეზენტაციას გამართავს. ამის შესახებ 1tv წერს.
როგორც სამინისტროში განაცხადეს, "სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში“ მობილური აპლიკაციის პრეზენტაციას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი 27 თებერვალს გამართავს.
სამინისტროს ცნობით, მობილური აპლიკაცია მოქალაქეებს აძლევს საშუალებას, ჩაინიშნონ შენგენის, ევროკავშირის ზონაში გატარებული დღეები და გამოითვალონ დარჩენილი...