ჩხუბში ქართველი ემიგრანტი მოკლეს

0
6073

უკრაინაში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. შემთხვევა სუმის ოლქში მოხდა. შელაპარაკება ერთ-ერთ კაფეში დაიწყო და ქუჩაში გადაინაცვლა.

25 წლის კაცმა ცივი იარაღით საქართველოს 27 წლის მოქალაქე სასიკვდილოდ დაჭრა. შემთხვევის დროს დაშავდა კიდევ ერთი პირი, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ბრალდებულმა ადგილიდან მიმალვა შეძლო. მოგვიანებით ის სამართალდამცველებმა მეგობრის სახლში აიყვანეს. პირი დანაშაულს აღიარებს.