იტალიაში ქართველების ფულადი გზავნილების ოფისი ქართველებმა დააყაჩაღეს

0
6078

იტალიის ქალაქ ბარიში ქართველების კუთვნილი ფულადი გზავნილების ოფისი ქართველებმა დააყაჩაღეს. შემთხვევა პირველ აპრილს მოროს მოედანზე, ადგილობრივი დროით 17:30 საათზე მოხდა. ამის შესახებ 1tv წერს.

როგორც კომპანია „ინტელ ექსპრესის“ მესაკუთრემ განაცხადა, ფულადი გზავნილების ოფისს შეუნიღბავი პირები, ქართველები დაესხნენ თავს.

როგორც მან აღნიშნა, შემთხვევის ადგილზე, ოფისის თანამშრომლებმა თავდამსხმელებს წინააღმდეგობა გაუწიეს, თუმცა ორმა თავდამსხმელმა რამდენიმე ასეული ევროს გატაცება მაინც მოახერხა. კომპანიის თანამშრომლებმა თავდამხსმელის ვინაობის ამოცნობა მოახერხეს.