ფინანსთა სამინისტროს ახალი საგადასახადო ინიციატივა

0
2172

ზვიად კვაჭანტირაძის განცხადებით ხელისუფლება ახალ საგადასახადო ინიციატივას გეგმავს ქვეყანაში მეწარმეობის ხელშეწყობის მიზნით და ეკონომიკური ზრდის დასაჩქარებლად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ახალი საგადასახადო ინიციატივით გამოდის. ამ უნიკალური, რევოლუციური ცვლილებებით, ქვეყანაში ეკონომიკის განვითრების ახალი ეტაპი იწყება.
• ცვლილებების ახალი პაკეტის თანახმად, ბიზნესს საგადასახადო ადმინისტრირება 5-ის ნაცვლად, მხოლოდ ერთი დოკუმენტით შეეძლება!
• უმნიშვნელოვანესია, რომ გამარტივდება ბიზნესის მხრიდან ფიზიკური პირის მიერ წარმოებული საქონლის შესყიდვა, რაც მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ადგილობრივი პროდუქციის რეალიზებას.ეს ხელს შეუწყობს მცირე და მიკრო ბიზნესის განვითარებას;
• უცხოელ იურიდიულ პირებს (უცხოელ ინვესტორებს) სწრაფად და მარტივად შეეძლებათ ონლაინ რეჟიმში დაარეგისტრირონ კომპანიები ჩვენს ქვეყანში.

• ყველა ეს ინიციატივა მნიშვნელოვანი წინაპირობაა ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისთვის; ცვლილებები სტიმულს მისცემს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის განვითარებას და მოსახლეობის კეთილდღეობას უზრუნველყოფს.