ევროკომისიის პირველი ქართველი თანამშრომელი ქალი – გაიცანით, თეონა ლავრელაშვილი

0
6092

ევროკომისიას, ისტორიაში პირველად, ქართველი თანამშრომელი ყავს – პოლიტიკის ოფიცერი 28 წლის თეონა ლავრელაშვილი დასავლეთ ბალკანეთის და თურქეთის საკითხებს კურირებს. მისი ყოველდღიური ცხოვრება ძალიან დატვირთულია, ბევრს მუშაობს, დიდი პასუხისმგებლობა აკისრია, ხშირად იღლება კიდეც, თუმცა არასდროს ნებდება.

ევროკომისიამდე მისასვლელი გზა არც მოკლე ყოფილა და არც იოლი – ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც ბელგიაში, ევროპის კოლეჯში მეორე სამაგისტრო პროგრამაზე სწავლა გადაწყვიტა. საქართველოს თუნდაც ერთი წლით დატოვება უჭირდა, თუმცა იმ პერიოდში ახალგაზრდულ პოლიტიკაში საკმაოდ აქტიურად იყო ჩართული და ქვეყნიდან წასვლა და მალევე დაბრუნება გადაწყვიტა…

ევროკომისიის პირველი ქართველი თანამშრომელი თავის ისტორიას თავად უამბობს AMBEBI.GE-ს მკითხველს:

“სწავლის პერიოდში მალე გავაცნობიერე, რომ ბრიუსელში საქმიანობის გაგრძელებით გაცილებით უფრო დიდი გამოცდილების მიღება შემეძლო. სწავლის დასრულების შემდეგ ევროპის პარლამენტში დავიწყე სტაჟირება, შემდეგ ევროდეპუტატის ასისტენტი გავხდი, ახლა კი ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოების საკითხების გენერალურ დირექტორატში ვარ. უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან და პირადად მინისტრიდან მქონდა მხარდაჭერა, ბრიუსელშიც ბევრი პოლიტიკოსი თუ სახელმწიფო მოღვაწე დამეხმარა, რისიც ძალიან მადლიერი ვარ” – გვეუბნება თეონა.