ავიაკომპანია Aegean Airlines-მა 2025 წელი ავიალიდერის შესაფერისი დინამიურობით დაიწყო და 2024 წელთან შედარებით სამგზავრო რაოდენობა 2025 წლის პირველი ორი თვის მონაცემებით უკვე საგრძნობლად მზარდი და ძლიერი სტატისტიკური პოზიციებით გაამყარა. იანვარსა და თებერვალში ავიაკომპანიამ უკვე 1,9 მილიონი მგზავრი...
ბარსელონასა და კატალონიაში ორმაგი გადასახადების დაწესება იგეგმება , ამის შესახებ The Independent წერს. მისი ინფორმაციით კატალონიის ავტონომიის ხელისუფლება, რომლის დედაქალაქიც ბარსელონაა, ტურისტული გადასახადის გაორმაგებას გეგმავს და ახალი რეგულაციით ტურისტებს ბარსელონასა და კატალონიის სასტუმროებსა თუ აპარტამენტებში გატარებულ ყოველ ღამეზე დამატებით 15 ევროს გადახდა მოუწევთ.
ევროკავშირის მარეგულირებელმა „ტიკტოკი“ 530 მილიონი ევროთი დააჯარიმა მომხმარებელთა მონაცემთა დაცვის სტანდარტების დარღვევისთვის. ირლანდიის მონაცემთა დაცვის კომისიაში განაცხადეს, რომ ჩინური კომპანიის, ByteDance-ის საკუთრებში არსებულმა „ტიკტოკმა“ ვერ აჩვენა, რომ ევროკავშირის მომხმარებელთა პერსონალური მონაცემები, რომელთა ნაწილზე ჩინეთში პერსონალს ჰქონდა წვდომა, დაცვის მაღალი დონით სარგებლობს, რაც გათვალისწინებულია ევროკავშირის კანონმდებლობით.