ისრაელის ელჩმა საქართველოში შაბთაი ცურმა "ინტერპრესნიუსთან" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა რომ :,, 2014 წელს, როდესაც ვიზა გაუქმდა საქართველოსა და ისრაელს შორის, ამ დროს ბევრმა ტურისტმა დაიწყო მოგზაურობა საქართველოში. სამწუხაროდ, ბოლო 2 წლის განმავლობაში, ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ დაახლოებით, 15 ათასი საქართველოს მაცხოვრებელი არალეგალურ მუშაობას აწარმოებდა ისრაელის სახელმწიფოში. ამ საკითხზე შედგა დიალოგი ისრაელის საგარეო...
საქართველოს იანვარში 444,2 ათასზე მეტი უცხოელი ეწვია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14,7%-ით მეტია, განაცხადა ბრიფინგზე ორშაბათს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დავით ჩოგოვაძემ.
იანვრის პერიოდში იმ ტურისტების რიცხვი, რომლებიც საქართველოში 24 საათისა და მეტის განმავლობაში იმყოფებოდნენ, დაახლოებით 189,5 ათასია, რაც გასული წლის მონაცემებს 23%-ით ჭარბობს.
დროის ამ პერიოდში საქართველოს...
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 15 დეკემბერს ერთი ევროს ღირებულება 3.0256 ლარი იქნება.
14 დეკემბერს ერთი ევროს ფასი 3.0282 ლარი იყო.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5597 ლარი გახდა.
2017 წელს საქართველოს 7,554,936 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 1,194,433-ით (18.8%) მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით - ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც 2017 წლის ტურიზმის მაჩვენებლები შეაჯამა.
მისი ინფორმაციით, იანვარი - დეკემბრის თვის მაჩვენებლებით იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24...
ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტი მორგებულია ბიზნესის განვითარების დონესა და დაფინანსების საჭიროებაზე. პროგრამა გამიზნულია ახალი ბიზნესის წამოწყებისთვის - „სტარტაპის“ და არსებული ბიზნესის გაფართოება-გადაიარაღებისთვის.
სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტი "უმასპინძლე საქართველოში“ მეწარმეებს შესაძლებლობას აძლევს რეგიონებში განავითარონ სასტუმრო ბიზნესი, შექმნან სამუშაო ადგილები, მოიზიდონ მეტი დამსვენებელი და ხელი შეუწყონ რეგიონის განვითარებას.
აღნიშნული კომპონენტი მეწარმეებისთვის ხელმისაწვდომს ხდის ფინანსებს და...
საქართველოს ნაციონალური კერძი "ხაჭაპური" ნიო-იორკის რესტორნებში სულ უფრო მეტად პოპულარული ხდება. ამის შესახებ სტატიას გამოცემა Ny.eater-მა გამოაქვეყნა.
Ny.eater-ის ცნობით, ხაჭაპურის მირთმევა ნიუ-იორკში რამდენიმე წელია უკვე შესაძლებელია, თუმცა ქართული ნაციონალური საჭმელი, რომელსაც გამოცემა "პიცის ჰიბრიდს" უწოდებს, ქალაქის ბევრი არაქართული ბარ-რესტორნის მენიუშია უკვე შეტანილი.
გამოცემა წერს, რომ ხაჭაპური იმდენად ქართულია, რომ საქართველოში მისი დამზადებისთვის გაწეულ ხარჯებს...
საქართველოს მოქალაქეებმა 2017 წელს საზღვარგარეთ საბანკო ბარათებით 1, 334 მლრდ ლარი დახარჯეს, რაც წინა წელთან შედარებით 38,7%-ით მეტია.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2016 წლის იანვარ-დეკემბერში რეზიდენტების მიერ საზღვარგარეთ დახარჯული თანხის მოცულობამ 961, 7 მლნ ლარი შეადგინა.
რაც შეეხება კონკრეტულად 2017 წლის დეკემბერს, ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს ფარგლებს გარეთ, საბანკო ბარათებით ჩვენი ქვეყნიდან...
2018 წლის 31 იანვრიდან 4 თებერვლის ჩათვლით, გერმანიაში, ქალაქ ნიურნბერგში სათამაშოების გამოფენაზე “Spielwarenmesse 2018” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით სამი ქართული კომპანია - შპს „კოდალა“, შპს „ჯეოთოიზ“ და შპს „თამაშობანა“ მიიღებს მონაწილეობას.
სათამაშოების წარმოების კუთხით ეს ღონისძიება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟულია, რომელშიც 60...
საქართველოს მოქალაქეები თურქეთში თხილის ან ჩაის პლანტაციებში სამუშაოდ ჩასვლას სპეციალური ნებართვის გარეშე ვერ შეძლებენ. როგორც თურქული მედია იტყობინება, ნებართვის მიღების შემდეგ, საქართველოს მოქალაქეებს გამონაკლისის სახით, 90 დღის გამავლობაში შეეძლებათ თურქეთის ტერიტორიაზე მუშაობა.
„საქართველოს მოქალაქეებმა სამსუნში. ორდუში, გირესუნში, ტრაპზონში, რიზესა და ართვინში ჩაის ან თხილის პლანტაციებში სპეციალური ნებართვის მიღება დასჭირდებათ. პირველ ეტაპზე სავალდებულოა ინტერნეტში სააპლიკაციო ანკეტის შევსება....
წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2017 წლის მე-3 კვარტალში 594.5 მილიონი დოლარი შეადგინა.
ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ეს მონაცემი 2016 წლის III კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 17.6%-ით მეტია.
ამასთან, საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის I-III კვარტალში განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა ჯამურად 1 346.5 მილიონი დოლარი...

































